ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14983 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხნისათვის გამწვანების გეგმის შექმნაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” კასპის ცემენტის ქარხნისათვის ესაჭიროება გამწვანების გეგმის შექმნა. თანდართულ KML ფაილში მონიშნულია ქარხნის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული და გასამწვანებელი ნაკვეთები. შემსრულებელმა ადგილზე უნდა შეიწავლოს აღნიშნული ნაკვეთები და შემოგვთავაზოს გარემო პირობების შესაბამისი მცენარეული საფარის მოწყობის გეგმა.

გეგმის მიზანია:

  • გამწვანებული ტერიტორიების ვიზუალური და ფუნქციური გაჯანსაღება;
  • ქარხნის ტერიტორიის მიკროკლიმატის გაუმჯობესება (სადაც შესაძლებელია დაჩრდილული ტერიტორიის გაზრდა, ქარდამცავი ფუნქციის შესრულება და ა.შ);
  • ნიადაგის მიერ წყლის შეწოვის და ნესტის შენარჩუნების უნარის  გაუმჯობესება;
  • ხანგრძლივ პერსპექტივაში გამწვანებული ტერიტორიების მოვლაზე დახარჯული სასუქების, პექტიციდების და წყლის მოხმარების შემცირება;

არსებული გამწვანებული ტერიტორიისთვის გეგმა უნდა მოიცავდეს (თითოეული ნაკვეთისთვის):

  • იმ ხეების სიას/მონიშვნას რომლის მოჭრაც აუცილებელია;
  • იმ ხეების სიას/მონიშვნას რომელთა გადაბელვა/გასხვლაც აუცილებელია (თითეული სახეობისთვის ინსტრუქციის მითითებით: გადაბელვის სიმაღლე, პერიოდი და ა.შ);
  • წამლობის და სასუქების მიცემის ინსტრუქციას (სასუქების რაოდენობის, შეტანის მეთოდების და პერიოდულობის მითითებით);
  • ნიადაგის გაუმჯობესების შესაძლებლობებს;

გასამწვანებელი ტერიტორიისთვის გეგმა უნდა მოიცავდეს (თითოეული ნაკვეთისთვის):

  • დასარგავი მცენარეების სიას, რაოდენობას და რუკას;
  • ნიადაგის საფარის (ცოცხალი ან არაცოცხალი) აღწერას და რუკას;
  • გეგმაში შეთავაზებული თითოეული მცენარისთვის უნდა იყოს მოცემული მოვლის დეტალური ინსტრუქცია (მორწყვის მეთოდები, ჯერადობა, წყლის რაოდენობა, წამლობის და სასუქების გრაფიკი, გასხვლის მეთოდები, პერიოდულობა და ა.შ.);
  • გეგმაში შეტანილი მცენარეები უნდა იყოს გამოცდილი/ადაპტირებული კასპის (ან ანალოგიური კლიმატური პირობებისთვის);

გეგმის შემუშავებისას უნდა გათვალისწინებული იყოს მისი ზემოქმედება ადამიანზე, გარემოზე და კომპანიის უსაფრთხოებაზე, კერძოდ:

  • დაუშებელია მცენარეები რომლებიც ზრდიან ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს (განზაკუთრებული ტორსიურობა; ძლიერი მტვერი);
  • დაუშვებელია ინვაზიური ან ისეთი მცენარეები რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას.
  • საწარმოს უსაფრთოხების მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ღობეს და მწვანე საფარს შორის 5 მეტრის ღია ადგილის დატოვება.  

გამწვანების გეგმა უნდა მოიცავდეს, თითოეული ნაკვეთისთვის გამწვანების და ყოველწლიური მოვლის ხარჯთაღრიცხვას;

შემსრულებელის მხრიდან გამწვანების გეგმა უნდა იქნას წარმოდგენილი:

  • Kml (google earth) ფორმატში წარმოდგენილი გამწვანების რუკა;
  • გამწვანების გეგმა;

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ: სამუშაოს ვადა და ღირებულება;
  • გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2022 წლის 8 ნოემბრამდე:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პლათფორმაზე SAP Ariba-ში. შეტყობინება ტენდერში მონაწილეობის შესახებ უნდა აცნობოთ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, როგორც მეილის, ასევე ტელეფონის საშუალებით :
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge;
მობ: (5
58) 106 501.

პორტალზე შესაბამისი რეგისტრაციის შემდგომ შესაძლებელი იქნება ტენდერში მონაწილეობის მიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ: +995 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები