ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14998 - ტენდერი სათავგადასავლო ელემენტებზე დაფუძნებული კორპორატიული სატრენინგო მოდულის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია - აცხადებს ტენდერს: სათავგადასავლო ელემენტებზე დაფუძნებული კორპორატიული სატრენინგო მოდულის შექმნაზე.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  • კორპორატიული ტრენინგების ბაზრის სპეციფიკის მოკვლევა. ბაზარზე არსებული კონიუნქტურის, პრაქტიკების და ტრენდების, საბაზრო მოთხოვნის და შეთავაზებული სერვისების ანალიზი, შემდგომში ოპტიმალური შეთავაზების ფორმირების მიზნით. 
  • ბაზრის მოკვლევაზე დაყრდნობით, კორპორატიულ ბაზარზე არსებული მოთხოვნების და საჭიროებების გამოვლენა და მასზე მორგებული სათავგადასავლო (Outdoor) ელემებტების მქონე სატრენინგო მოდულის კონცეფციის შექმნა GMGA ექსპერტებთან ერთად. (სადაც GMGA ექსპერტების გუნდი უზრუნველყოფს სათავგადასავლო კომპონენტის დაგეგმვა-შესრულებას მაღალ დონეზე, ხოლო აპლიკანტი მოახდენს ადამიანური რესურსების (HR) და კლიენტის მიერ დასახული სატრენინგო თუ მენეჯერული ამოცანის სინქრონიზაციას მასთან.)
  • ზემოაღნიშნული სატრენინგო მოდულის კონცეფციის საფუძველზე, აპლიკანტს მოეთხოვება GMGA-ს გუნდისთვის ტრენერთა ტრენინგის (ToT) ჩატარება.
  • აპლიკანტი დაინტერესებული უნდა იყოს გრძელვადიანი თანამშრომლობით GMGA-სთან. კერძოდ, აღნიშნული პროდუქტის დახვეწით და ოპტიმიზაციით, ბაზარზე გატანით და ერთობლივი, გრძელვადიანი ოპერირებით.
  • აღნიშნული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აპლიკანტს უნდა შეეძლოს 3 კვალიფიციური თანამშრომლის ჩართვა რომელიც მზად იქნება GMGA-ს ექსპერტებთან ერთობლივი ტრენინგის გასავლელად სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელ ბაზაზე გუდაურში (2700 მ). კანდიდატებს მოეთხოვებათ პრაქტიკული გამოცდილება როგორც ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ასევე, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი ფიზიკური კონდიცია უნდა აკმაყოფილებდეს სათავგასავლო გარემოში ადვილი და საშუალო სირთულის სალაშქრო აქტივობების განხორციელებას.

შეფასების კრიტერიუმები:

  • შემოთავაზების შინაარსობრივ-ტექნიკური დეტალები და მახასიათებლები - 30 ქულა
  • კომპანიის/ფიზიკური პირის პროფილი, გამოცდილება, პორტფოლიო - 20 ქულა
  • პროექტში უშუალოდ ჩართული პერსონალის გამოცდილება და კვალიფიკაცია - 10 ქულა
  • შემოთავაზებული ფასი - 20 ქულა
  • სამუშაოს შესრულების ვადა - 20 ქულა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • საფასო შეთავაზების ფორმა;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა,თანდართული დოკუმენტების სახით უნდა წარადგინონ:

  • შევსებულ სააპლიკაციო ფორმა;
  • შევსებულ საფასო შეთავაზების ფორმა;
  • სატრენინგო მოდულის კონცეფციის პირველადი მონახაზის დეტალურ აღწერილობას;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან / ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი.
  • პროექტში ჩართული პერსონალის CV და ბიო მონაცემები.

შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს დღგ- გარეშე. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების  მაქსიმალური ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 4 თვით.

ელექტრონულ ფოსტაში გთხოვთ, მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება/ფიზიკური პირის შემთვევაში სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 9 ნოემბერი 2022 წ. (18:00-მდე).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: info@mountainguide.ge

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: უჩა ბურდული
„საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის“ პროექტების მენეჯერი
ელ: ფოსტა: uchaburduli@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები