ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15021 - ტენდერი ტერიტორიაზე სასაწყობო შენობამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და ღობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ფაილი პროექტი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "დელტა ინტერნეიშენალ" აცხადებს ტენდერს ტერიტორიაზე სასაწყობო შენობამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და ღობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით თანდართული პროექტის შესაბამისად.

ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: საპროექტო დოკუმენტაციაში (მოიცავს - ტექნიკურ დავალებას, შესყიდვის ობიექტის რაოდენობას და მოცულობას)

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 25 ნოემბრისა (სამუშაოები უნდა განხორციელდეს კვალიფიციური პერსონალის მიერ, საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტაციისა და სტანდარტების შესაბამისად)
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
  • სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N191დ

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა:

  • შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 2 (ორი) წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

თხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 ლარი.
  • ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის; ან/და რეკონსტრუქციის; ან/და მოდერნიზაციის; ან/და რეაბილიტაციის; ან/და პერიოდული შეკეთების; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო; ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას.
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების შესრულების/მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.
  • იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი):

  • სამუშაოების შესრულების საორიენტაციო კალენდარული გეგმა-გრაფიკი განისაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციით;
  • მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს სამუშაოების შესრულების დაზუსტებული გეგმა-გრაფიკის ზედამხედველთან შეთანხმება და შემსყიდველთან წარდგენა. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს თანხობრივი. აღნიშნული გეგმა-გრაფიკი დაერთვება ხელშეკრულებას დანართის გაფორმების გზით. შემსყიდველისთვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს შესრულების ვადას.

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი:

  • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას სარეგისტარციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში), ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მის მიმართ საგადასახადო გირავნობის ან/და ყადაღის რეგისტრაციის არარსებობა.

დამატებითი პირობები:

  • საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ნებისიერი ოდენობით შესაბამისი თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გაარანტიის საფუძველზე, რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე.
  • მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია სახელშეკრულებო ღიერებულების 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესარულების მოქმედების ვადას.
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს 10 (ათი) წლიანი გარანტია, რომლის დროსაც შემსრულებელი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა აღმოფხვარას საკუთარი ხარჯებით.
  • სამუშაოს შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ისა.
  • შესრულებული სამუშაო და მიღება-ჩაბარების აქტი დადასტურებულ უნდა იყოს საქართველოში არსებული აკრედიტებული ექსპერტიზის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შეთავაზებები 2022 წლის 27 ოქტომბრამდე, 18:00 საათი, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: bjologua@deltainternational.ge

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
საკონტაქტო პირი: ბაჩანა ჯოლოღუა
მობ: 595121206
ელ. ფოსტა: bjologua@deltainternational.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები