ჩაბარების ვადა:
31 ოქტომბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15023 - ტენდერი მზა პროდუქციის საწყობის მშენებლობაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/602
- დანიშნულება: მზა პროდუქციის საწყობის მშენებლობა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა
- ასაშენებელი საწყობის გეგმა
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო შემოთავაზება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შესრულებული პროექტების პორთფოლიო;
ტენდერის პირობები:
- შემოთავაზების გამოგზავნამდე დეტალების გასაცნობად აუცილებელია ადგილზე მოსვლა;
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი პროექტირების ხარჯები.
- საწყობის მშენებლობა დაგეგმილია მცხეთის რაიონში, სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიაზე.
- შესრულებული სამუშაო უნდა ჩაბარდეს 2023 წლის მარტში.
- შესრულებული სამუშაო უნდა მოიცავდეს ახალი საწყობის მშენებლობას, ძველი დამხმარე ნაგებობების დემონტაჟს/გატანას, მიმდებარე სივრცის მოასფალტებას და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. დეტალებს გაგაცნობთ ადგილზე ვიზიტისას. ვიზიტის ჩასანიშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 555 35 85 44 გიორგი.
- თანხის გადახდა მოხდება სამუშაოს შესრულებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შემსრულებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში;
- იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 20.10.2022, 14:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 31.10.2022, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძეს
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები