ჩაბარების ვადა:
4 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15074 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობისთვის და სრული ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური-შესყიდვების განყოფილება
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35
ოქსანა ხოდინ - ტექნიკური საკითხები
ელ. ფოსტა: okhodin@bog.ge
მობ: +995 574 837 105
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- სარეკომენდაციო წერილები
- ფასების ცხრილი (დანართი 1) ექსელის ფორმატში;
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
- საწმენდი საშუალებების ჩამონათვალი (დანართი 3) ექსელის ფორმატში;
- საწმენდი დანადგარების (ტექნიკის) ჩამონათვალი (დანართი 4) ექსელის ფორმატში;
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 – 01/10/2022პერიოდზე,
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დასუფთავების მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება. ხელშეკრულების დრაფტი თანდართულია).
- ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 36 (ოცდათექვსმეტ) თვეს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ყველა საჭირო დოკუმენტი თანდართულია.
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
დოკუმენტაცია
დასუფთავების ტენდერი
დასუფთავების ტენდერი
დანართი #1 - ფასების ცხრილი
დანართი #1 - ფასების ცხრილი
დანართი #3 - სახელშეკრულებო პირობები
დანართი #3 - სახელშეკრულებო პირობები
დანართი#5 დასუფთავების სპეციფიკაცია
დანართი#5 დასუფთავების სპეციფიკაცია
დანართი#6 გენერალური დასუფთავების სტანდარტები
დანართი#6 გენერალური დასუფთავების სტანდარტები
დანართი#7 დანადგარები ინვენტარი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები
დანართი#7 დანადგარები ინვენტარი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები
დანართი#8 დამატებით მომსახურების განფასების ცხრილი
დანართი#8 დამატებით მომსახურების განფასების ცხრილი
დანართი #9 - სტანდარტული ოპერირების პირობები
დანართი #9 - სტანდარტული ოპერირების პირობები
ყველას ჩამოტვირთვა