ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T15092 - ტენდერი მეორადი ავტომობილების და ტექნიკის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მეორადი ავტომობილების და ტექნიკის გაყიდვაზე.

ტექნიკის/ავტომობილების ჩამონათვალი:

  • დანართ N1-ში მოცემულია გასაყიდი ტექნიკის/ავტომობილის დასახელება, რაოდენობა, აღწერა.
  • სარეალიზაციოდ გამოტანილი ტექნიკა/ავტომობილის არის მეორად მდგომარეობაში და შესაფასებლად აუცილებელია ადგილზე ვიზიტი და დათვალიერება. გამყიდველი არ იღებას პასუხისმგებლობას მის ექსპლუატაციაში ვარგისიანობაზე. მყიდველი ვალდებულია შესყიდვამდე ჯეროვნად შეამოწმოს შესყიდვის ობიექტი.

გასაყიდი ტექნიკა წარმოდგენილია 5 ლოტად:

  • ლოტი 1 - მსუბუქი სედანის ტიპის, მაღალი გამავლობის და მოპედის ტიპის სატრანსპორტო საშუალებები;
  • ლოტი 2 - მიკროავტობუსები (სამგზავრო და სატვირთო ტიპის);
  • ლოტი 3 - ექსკავატორები;
  • ლოტი 4 - რუსული წარმოების ტიპის ტექნიკა (თვითმცლელები, გადასაადგილებელი წყლის ცისტერნები და სამგზავრო ავტობუსები);
  • ლოტი 5 - სპეციალიზირებული წნევიანი მანქანა, (კაპელოტო);

პრეტედენს აქვს უფლება წარმოადგინოს შეთავაზება როგორც მხოლოდ ერთ ლოტზე ასევე მისი სურვილისამებრ ხუთივე ლოტზე ერთად. 

ლოტში რომელიმე კონკრეტული ერთი ან რამოდენიმე პოზიციის შერჩევა არ დაიშვება, ლოტის რეალიზაცია მოხდება მასში შესული ყველა პოზიციით.

განფასება:

  • პრეტედენტებმა უნდა წარმოადგინონ ფასები ლარში, დანართი N1-ის მიხედვით.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

  • შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან და ანგარიშსწორებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღე.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
ავტომობილის/ტექნიკის გაყვანა მყიდველის მიერ მითითებული მისამართიდან. 

  • ლოტი 1 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ.  თბილისი, ფეიქრების 30. 
  • ლოტი 2 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ.  თბილისი, ფეიქრების 30. 
  • ლოტი 3 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ.  თბილისი, ფეიქრების 30. 
  • ლოტი 4 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ.  თბილისი, ფეიქრების 30. 
  • ლოტი 5 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ.  თბილისი, ფეიქრების 30. 

ავტომობილის/ტექნიკის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში. გაფორმების ხარჯებს იხდის მყიდველი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით საქონლის მიწოდებამდე, ყიდვა-გაყიდვის  ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შემოთავაზებული ფასები (დანართი N1-ის შესაბამისად).
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 7 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილვა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა