ჩაბარების ვადა:
15 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15197 - ტენდერი სალაროს მაგიდის სკანერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სალაროს მაგიდის სკანერის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- სალაროს მაგიდის (ჩასაშენებელი) სკანერი 1D/2D
- ზომა: 16X16 სმ (ჩარჩოს ჩათვლით) ;
- სკანერის ტიპი: ფოტო სკანერი
- რაოდენობა : 160 ცალი
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ზომა, ბარკოდის წაკითხვის სიჩქარე,ინტერფეისი, ბარკოდის წაკითხვის სიმაღლე, Win სისტემასთან თავსებადობა, სკანერის წამკითხველის ბრენდი, მონაცემთა აღების ტიპი (1D/2D) და სხვა) ;
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- შესყიდვის ტიპი: ეტაპობრივი 1 წლის მანძილზე;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 ნოემბერი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა