ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15213 - შეთავაზება პოტენციური პარტნიორობისთვის

ტენდერის აღწერილობა:

მინი მარკეტების ტიპის თანამედროვე ჯიხურების სტანდარტიზებული ქსელი, კომპანია შპს „ელვა მარკეტი“, 2012 წლიდან ოპერირებს საცალო გაყიდვების ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ყოველდღიური გამოყენების პროდუქტების გარკვეულ არჩეევანს, ამავე დროს ცდილობს იყოს ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე/დამატებით სერვისებზე. 

დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, კომპანია ფლობს 20 (ოც) ერთეულ, 6 კვ/ ფართის ჯიხურს., ხოლო . რუსთავში 15 (თხუთმეტი) ერთეულ ჯიხურის ტიპის 12 კვ/ ფართის პავილიონს. 

ამჟამად ქსელში სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შემდეგი პროდუქცია: 

  • სასმელები, თამბაქო, პრესა, წიგნები, საკანცელარიო საქონელი, გარკვეული ტიპის ჰიგიენური პროდუქცია, სურსათის ნაწილი და სხვა.

დაგეგმილი გვაქვს, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, პარტნიორულ საწყისებზე განვიხილოთ და შევარჩიოთ თქვენი ის შემოთავაზებები, წინადადებები და ინიციატივები, მათ შორის ექსკლუზიური,  რომელიც მისაღები იქნება ქსელში ჩასაშვებად ან/და დასანერგად.

განიხილება:

  • გაყიდვა-გავრცელების მიზნით, როგორც პროდუქციის ახალი კატეგორიები და ასორტიმენტი (მათ შორის საკონდიტრო და სწრაფი კვების პროდუქტები), ასევე არაერთგვაროვანი პროდუქციის სხვა და სხვა ჯგუფები, ერთი ან რამოდენიმე მომწოდებლის მიერ; 
  • ინოვაციური წინადადებები, ობიექტებიდან გასაწევი სხვა და სხვა მომსახურებების  შესახებ;
  • ქსელის იჯარით გაცემის შესახებ შემოთავაზებები;
  • ობიექტებზე სარეკლამო ადგილების გამოყენების შესაძლებლობები;
  • სხვა კომერციული წინადადებები.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ 18/11/2022 წლის 18 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი კომერციული შემოთავაზება, თქვენივე ფორმატით ელექტრონულ მისამართზე r.tetruashvili@palitra.ge -ზე, წერილობით შემთხვევში (კონვერტით) შემდეგ მისამართზე: ლევან გოთუას ქ #3, შპს ელვა მარკეტი.

გთხოვთ მოწოდებულ ინფორმაციას დაურთოთ შემდეგი: 

  • ფირმის ან კერძო პირის დასახელება
  • იურიდიული მისამართი
  • საკონტაქტო ტელეფონი და პასუხისმგებელი პირი 

შეკითხვები საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ კომერციული შემოთავაზების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა,  ელექტრონულ მისამართზე: r.tetruashvili@palitra.ge -ზე. 

თქვენი შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 25/11/2022 -მდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ საპარტნიოროდ შერჩეულ კომპანიებთან.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
რამაზ თეთრუაშვილი
ტელ: 599 77 13 45

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება