ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15221 სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შეძენა

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლების და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შესყიდვის მიზნით და იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურდიულ პირს ტენდერში მონაწილეობისთვის. USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელებდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

  • წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 04.11.2022
  • წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 14.11.2022
  • წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 16.11.2022 
  • ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 18.11.2022
  • მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 9.12.2022

ტექნიკური დავალების მიზან

  • სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შეძენა.

კონკრეტული დავალება

  • კონკრეტული დავალება მოიცავს დანართი #1–ით განსაზღვრული (ან მსგავსი) სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შეძენას.

მეთოდოლოგია

  • კომუნიკაცია და კონსულტაცია, ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან.

პროდუქტი

  • დანართი #1–ით განსაზღვრული (ან მსგავსი) სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (ნოემბერი - დეკემბერი 2022):

  • პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადების შესაბამისად

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატედენდერო წინადადება მიიღება მატერიალური სახით დალუქული კონვერტით, 2022 წლის 4 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.
  • კონვერტზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი); ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • სატენდერო წინადადების მოწოდება შეიძლება ყოველდღე შაბთ–კვირის გარდა 11 საათიდან 18 საათამდე. მისამართი: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;
ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ ქობულაძე
ტელეფონი: 595282804
ელ-ფოსტა: avtandil_kobuladze@edec.ge  

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები