ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15235 - ტენდერი ახალი სპეც-ტექნიკის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ნოემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ახალი სპეც-ტექნიკის შესყიდვაზე:
- 07/11-ME-Yell Mach-22
შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტექნიკის ჩამონათვალი:
- არხის საწმენდი ექსკავატორი
- მინი ექსკავატორი
- ავტო ამწე
- ავტოთვითმცლელი
- სატვირთო ა/მ
- დამტვირთველი
- მანიპულატორი
- ამწე კალათა
- სიმაღლეზე ტვირთის საზიდი ლიფტი (ჟირაფი)
- მინივენი
უფრო დეტალური აღწერა იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ვალუტის და პირობების მითითებით;
- ინფორმაცია მწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- წინადადების ვალიდურობის პერიოდი;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ (მიუთითეთ ბოლო 3 წლის ინფორმაცია: კომპანია, დასახელება, ღირებულება და მიწოდების ვადა);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- შემოთავაზებული ტექნიკის წარმომადგენლობის დამადასურებელი საბუთი;
- საქართველოში სერვისის განხორციელების შესაძლებლობა.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 25 ნოემბერი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ.
- შეავსეთ თანდართული ცხრილი და წარმოადგინეთ სხვა საბუთებთან ერთად;
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი: სპეც-ტექნიკის შესყიდვაზე 07/11-ME-Yell Mach-22
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან და ტექნიკურ საკითხბთან დაკავშირებით:
ალექსი ხვედელიძე
ელ. ფოსტა: Akhvedelidze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591707804
ტენდერის კატეგორია:
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები