ჩაბარების ვადა:
16 ნოემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15250 - ტენდერი პლასტიკური და ID ბარათების წამკითხველების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური და ID ბარათების წამკითხველების შესყიდვა ორ ლოტად, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად;
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ლოტში;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი;
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები,რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკი დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 16 ნოემბერი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@lb.ge
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბეთი ბანკ
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები