25 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15272 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული და არ შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭირო იქნება საქართველოს მასშტაბით, თუმცა სამუშაოთა უმეტესობა იგეგმება თბილისში. მოცემული სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება 01.01.2023-დან 1 წლის ვადით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
- კლიენტების ჩამონათვალი
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
- ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ნიჟარაძე
ტელეფონი: +995 551 555234
E-mail: tenders@silknet.com; gnizharadze@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო #7
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები