ჩაბარების ვადა:
24 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15274 - ტენდერი ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის, მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციის მშენებლობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს აიესკო აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისის (ავჭალის ქ. გზატკეცილი 52-ის მიმ., ზაჰესი) მდებარე მიწის ნაკვეთზე, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის, მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციის მშენებლობაზე.
თანდართულ დოკუმენტაციაში გთხოვთ იხილოთ:
- კონსტრუქციული ნახაზი;
- ფასების ცხრილი (დანართი N1);
სატენდერო მოთხოვნები:
- შევსებული ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით;
- შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
- ანგარიშსწორების პირობა;
- სამშენებლო სამუშაოების გეგმა/გრაფიკი;
- ინფორმაცია პრეტედენტის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (გამოცდილება);
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;
- ინფორმაცია იმის შესახებ პრეტედენტი არის თუ არა დღგ გადამხდელი/არაგადამხდელი;
- პრეტედენტის რეკვიზიტები;
- პრეტედენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტედენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წინადადების წარდგენამდე მიმწოდებელს აქვს უფლება დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი, შპს „აიესკო“-თან შეთანხმებით;
- დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერის პრეტედენტებს, ასევე შესაძლებელია მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა;
შენიშვნა: თუ სამუშაოების შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია, წინასწარ უნდა ეცნობოს დამკვეთს;
შერჩევისას პრეტედენტს პრიორიტეტი მიენიჭება (მიხედვით):
- ფასი
- გამოცდილება
- გეგმა/გრაფიკი
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@iesco.ge არაუგვიანეს 2022 წლის 24 ნოემბრისა 18:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი. სხვიტორის ქუჩა N1
საკონტაქტო პირი: ბექა ჟღენტი
ელ. ფოსტა: info@iesco.ge
მობ: 577 777 255
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები