ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15297 - ტენდერი სამშენებლო (კუტიკარის) სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 ნოემბერი 2022 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო (კუტიკარის) სამუშაოების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 9 დეკემბერის  ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.

სამშენებლო (კუტიკარის) სამუშაოების შესრულება საჭირო იქნება საქართველოს მასშტაბით, სულ ამ ეტაპზე არის 15 მისამართი, რაც ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება, მისამართები არის სხვადასხვა რეგიონში, მაგ: აჭარა, სამეგრელო, გურია, ქვემო და შიდა ქართლი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

  • ტენდერის # 2022/21
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2022  წლის 25 ნოემბერი.
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: სოსო მაზმიშვილი, ინა საჯაია
ტელეფონი: +995 555 54 05 54  +995 599 552 553
E-mail: smazmishvili@silknet.com; isajaia@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო #7

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით; 

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ  მოიძიოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით თუ შეიძლება შესასრულებელი სამუშაოს ვიზუალური სურათები ან რენდერი რომ ატვირთოთ ან თუ შეიძლება და სად უკვე დასრულებული პროექტის ნახვა მადლობა

სილქნეტი
სილქნეტი

გამარჯობა პირველ ეტაპზე ვერ მოგაწვდით, სურათებს და რენდერს, ფასი წარმოადგინეთ ამ ეტაპზე მოცემული ინფოს გათვალისწინებით, ხოლო, შემდეგ დავაკორექტირებთ შეხვედრის დროს.