ჩაბარების ვადა:
19 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15309 - ტენდერი დაშპონილი MDF-ის პანელით სადარბაზოების მოპირკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი“ აცხადებს ტენდერს დაშპონილი MDF-ის ფილებით საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების მოპირკეთებაზე შემდეგ მისამართზე: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N6 (საგანგებო სიტუაციების (112) ცენტრალური ოფისის მიმდებარედ).
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ლარში ან აშშ დოლარში და უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ, ტრანსპორტირება, მონტაჟი, შრომითი უსაფრთხოების და საგარანტიო პერიოდში მომსახურების ხარჯები);
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
- შესრულების ვადები: 2023წ 1 მარტამდე.
- შესარულებელ სამუშაოს წარმოადგენს საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსების გაჯით გალესილი კედლების მოპირკეთება დაშპონილი მერქან-ბოჭკოვანი ( MDF ) ფილებით / ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილში/
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- ანგარიშსწორების პირობები;
- პროექტის შესრულების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ (აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოების ჩატარების მინიმუმ 3 დადასტურებული და დასრულებული პროექტი ბოლო 2 წლის განმავლობაში);
- შესრულებული პროექტების ესკიზების და რეალური ფოტო მასალა;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 19 ნოემბერი, 18:00 სთ;
- სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები