
12 დეკემბერი 2022, 19:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T15318 - ტენდერი კვესეთის ს/სადგურთან ნატრიუმის მზა ჰიპოქლორიდზე დაფუძნებული საქლორატოროს მოწყობასთან დაკავშირებით
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 22 ნოემბერი 2022 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2022 დრო 19:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კვესეთის ს/სადგურთან ნატრიუმის მზა ჰიპოქლორიდზე დაფუძნებული საქლორატოროს მოწყობასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტის აღწერა:
შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართებში N1, N2 და N3:
- დანართი N1 - ტექნიკური დავალება
- დანართი N2 - სიტუაციური სქემა
- დანართი N3 - სიტუაციური გეგმა
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მოცემული ტექნიკური დავალებისა და 1.7.1 პუნქტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს, ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით და ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქლორატოროს მოწყობასა და გაშვებასთან.
საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა:
- საქონლის მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი
- სამუშაოების განხორციელების ადგილი: სამუშაოები უნდა განხორციელდეს მთაწმინდა - კრწანისის რაიონში
- ვადები: გთხოვთ შემოთავაზებაში დეტალურად ჩაშალეთ საქონლისა და სამუშაოების მოწოდების ვადები
მოთხოვნა საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ:
- დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში გადაღდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
სატენდერო შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- სქემატური ნახაზს და განმარტებით ბარათს
- სახარჯთაღრიცხვო განფასებას, სადაც დეტალურად უნდა იყოს ჩაშლილი საქონლის და მომსახურების ტიპები, ერთეულის ფასის მითითებით დღგ-სა და მიწოდების ჩათვლით
- დეტალურად გაწერილ ვადებს, როგორც საქონლის ასევე სამუშაოების მოწოდების შესახებ.
- დეტალურად ჩაშლილ საგარანტიო პირობებს, როგორც საქონლის ისე სამუშაოების შესახებ.
საქონლის ზუსტი აღწერილობა - ტექნიკური სპეციფიკაცია (ტექნიკური პასპორტები), ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა;
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
ინფორმაცია მსგავსი ტიპის საქლორატოროების მოწყობის გამოცდილების შესახებ.
რეკომენდაციები იმ კომპანიებისგან, სადაც მსგავსი ტიპის საქლორატოროები აქვს მოწყობილი პრეტენდენტს.
რეკომენდაციები მწარმოებლისგან
ავტორიზაციის სერტიფიკატი მწარმოებლისგან (არასავალდებულო)
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
- შემოთავაზებები აუცილებლად უნდა აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია როგორც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ასევე დოლარში (დოლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 დეკემბერი, 19:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145).
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
დოკუმენტაცია
ტუმბო დოზატორები თითოეულ მიმართულებაზე 2 (მუშა და სათადარიგო) უნდა იყოს?
დიახ
გამარჯობა, ფირმა ეტეტრონის ტუმბო-დოზატორებს (სერია DLXB pH- Rx-CL/M) აქვთ ინტეგრირებული ნარჩენი ქლორის გამზომი სისტემა, თუ ამ ტუმბოებს გამოვიყენებთ , მაინც იქნება საჭირო ნარჩენი ქლორის თქვენს მიერ ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი სისტემები? პატივისცემით.
მოგესალმებით, დიახ, მაინც იქნება საჭირო ნარჩენი ქლორის ჩვენს მიერ ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი სისტემები.
გამარჯობა 1.საქლორატოროების მოწყობილობები კვესეთის სატუმბ სადგურში უნდა განთავსდეს? 2. სად უნდა დამონტაჟდეს ნარჩენი ქლორის ანალიზატორები, საქლორატორო სადგურიდან რა მანძილზე (დაახლოებით)? 3. ტუმბო დოზატორის მართვა ერთდროულად წყლის ხარჯის და ნარჩენი ქლორის კონცენტრაციის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს? არსებობს ამის კონცეპცია, თუ შემსრულებელმა უნდა შეიმუშაოს? 4. დისტანციური მართვა გულისხმობს GSM ქსელით მართვას, არსებობს ინტერნეტის კაბელი? პატივისცემით
მოგესალმებით, იხილეთ პასუხები თქვენს კითხვეზე: 1. თუ ხელსაწყო იქნება დამონტაჟენბული დაცულ კარადაში მაშინ ამ კარადის დამონტაჟება შესაძლებელი იქნება პირდაპირ კვესეთის სატუმბე სადგურში. სხვა შემთხვევაში დაგვჭირდება დეტალური ინფორმაცია გამოყენებულ სისტემასა და აგრეგატებზე, რათა განსაზღვროთ დამოუკიდებელი შენობა იქნება საჭირო თუ არა. 2. ტუმბო დოზატორები უნდა განთავსდეს საქლორატოროდან 100 მ-ის დაშორებით. 3. პირველ რიგში მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად ხარჯმზომების მიხედვით, შემდგომ დამატებითი კონტროლი მოხდება ანალიზატორების საშუალებით (მხოლოდ ანალიზატორები არ იქნება საკმარისი სრულფასოვანი ავტომატიზაციისთვის). კონცეფციას საბოლოო სახე უნდა მისცეს კონტრაქტორმა ჩვენი სურვილების და მიზნების გათვალისწინებით. 4. მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები ინტერნეტის არსებობის და მისი ობიექტზე შეყვანის მიმართულებით, სავარაუდოდ მოგვიწევს ობიექტზე ინტერნეტის შეყვანა.
ტექნიკურ დავალებაში, დანართი N1 განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ გადახედეთ. თუ თქვენი კითხვები ისევ ვალიდური იქნება გთხოვთ გაამეოროთ შეკითხვა