ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15338 - ტენდერი ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საექსპერტო შეფასების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საექსპერტო შეფასების მიზნით კომპანიის შესარჩევ ტენდერს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის მოწმობა;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • შენობის სრული კონსტრუქციული ნაწილის შემოწმება (საძირკველი, გადახურვის ფილები, კედლები, იატაკი და სხვა), რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
  • შენობის სახურავის დეტალური შემოწმება, დაზიანების დადგენა და პრობლემის აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
  • შენობის გარშემო სრული მდგომარეობის შემოწმება, მათ შორის შენობისთვის არსებული და სამომავლო ხელისშემშლელი გარემოებების დადგენა, რომელმაც შეიძლება მომავალში გამოიწვიოს შენობის: საძირკველის, კედლების და სახურავის დაზიანება (ხეების ზემოქმედება, საძირკველში წყლის მოხვედრის შესაძლებლობა და სხვა), რისკების დადგენა, რომელმაც შესაძლებელია გამიოწვიოს შენობის ან ადამიანის რაიმე ფორმით დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
  • შენობის შიდა ნაწილში ჭერების მდგომარეობის გადამოწმება, რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
  • შენობის შიდა და გარე ნაწილში ელექტროობის შემოწმება, რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება, პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება
  • შენობის შიდა და გარე ნაწილში სანტექნიკური ნაწილის შემოწმება (შიდა/გარე გაყვანილობა), რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
  • შენობის შიდა/გარე ნაწილში ყველა არსებული თუ სამომავლო რისკის აღმოჩენა, რომელმაც შესაძლებელია გამიწვიოს შენობის ან ადამიანის რაიმე ფორმით დაზიანება, აღმოჩენილი რისკის შეფასება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;

შენიშვნა: დანართი #1-ში წარმოდგენილი უძრავი ქონება უნდა შემოწმდეს ზემოთ მითითებული პირობების შესაბამისად და მომზადდეს დასკვნა;

  • ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ გთხოვთ იხილოთ ფასების ცხრილში (დანართი #1);
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება და ხელშეკრულება დაიდება საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება, დანართი #2);
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022  წლის 30 ნოემბერი, 17:00 საათი.

  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი - შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge;
მობ: 595 90 12 00

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები