ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T15352 - ტენდერი საკურიერო მომსახურებაზე საახალწლო საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორის“ (ს/კ 202177205) აცხადებს საკურიერო მომსახურების ტენდერს საახალწლო საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის საახალწლო საჩუქრების დარიგება, დანართი N1-ს, მიხედვით 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ვადებში.

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • დასარიგებელი საჩუქრების საორიენტაციო მოცულობა და რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული  გადასახადები).

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • საახალწლო საჩუქრების დარიგების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. მცხეთა.
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს სრულად, ტენდერში მოცემული პერიოდის განმავლობაში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების საკურიერო მომსახურების ტენდერის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანის გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    - შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 50 ქულა;
    - კომპანიის გამოცდილება/პროფაილი (დანართი #1-ის მიხედვით, სამივე გვერდი შევსებული) - 50 ქულა.
  • შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება საკურიერო მომსახურების ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

პრეტენდენტის მიერ საკურიერო მომსახურების ტენდერზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასადახის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე საკურიერო მომსახურებისი ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

დამატებითი ინფორმაცია:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ნიმუშები უნდა იყოს მოწოდებული დახურულ ყუთში, ზემოდან პრეტენდენტი კომპანიის სახელწოდებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129.. ტენდერის დასრულების შემდეგ, პრეტენდენტების მოთხოვნის შესაბამისად, ნიმუშები დაუბრუნდება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 ნოემბერი, 18:00  საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ საკურიერო მომსახურების პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ საკურიერო მომსახურების მისამართზე: a.torchinava@tegetamotors.ge საკონტაქტო პირი ანა ტორჩინავა, ტელ: 595521599.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა