ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15392 - ტენდერი პლასტიკური ბარათების და ლიფლეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების და ლიფლეტების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება/აღწერა

წლიური რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ეს ჩათვლით

ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით)

მიწოდების ვადები

პლასტიკური ბარათი, შტრიხკოდით

100 000      

პლასტიკური ბარათის ჩასადები/ლიფლეტი

100 000      

 

პროდუქტის აღწერილობა:

  • ბარათის მასალა – პლასტიკი;
  • ბარათის ზომა – სტანდარტული;
  • ფერი- მწვანე (იხ. მიმაგრებულ ფაილი #1);
  • ბარათის ზედაპირი - პრიალა;
  • დამატებითი დეტალი - ბარკოდი თორმეტნიშნა(მოგაწვდით ექსელის ფაილს თითოეული ბარათისთვის);
  • ბარათის ჩასადების მასალა - ცარცის ქაღალდი;
  • ჩასადების ზომები: ბლიდებიანი ზომა: 12 - 16.8 ზე, ბლიდების გარეშე: 11.6-16.4 ზე
    პერფორაციის ხაზი უნდა იყოს 16.4 ის მხრიდან შუაში 8.2 ზე (მონიშნულია წითლად)
  • ქაღალდის გრამაჟი - 250;
  • პლასტიკური ბარათის მიმაგრების ორი ვარიანტი:   სილიკონის წვეთით, სერვით ოთხ კუთხეში 

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
  • მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება (ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
  • გადახდის  პირობა: მიწოდებიდან  30 დღე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები