ჩაბარების ვადა:

29 ნოემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T15403 - ტენდერი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 და შპს მეტრო სერვის + ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი მომხმარებელი
შპს დაირექტ დებიტ ჯორჯია - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა 350-დან 400-მდე
შპს მეტრო სერვის + - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა 250-დან 300-მდე

 

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის იმპლემენტაციის მიზანი:

  • თანამშრომელთა ადმინისტრირების ავტომატიზაცია
  • თანამშრომელთა ხელფასის დათვლის ავტომატიზაცია
  • ოპერაციული და ფინანსური რეპორტების ადვილად გენერაცია
  • თანამშრომლების დასწრების (ტაბელი) მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მონაცემთა ბაზების მიგრაცია

აუცილებელი მოდულები

HR ადმინისტრაცია: ორგანიზაციის აწყობა:

აღნიშნული სისტემით საშუალებით უნდა განხორციელდეს:

  • კომპანიის სტრუქტურის შექმნა და სტრუქტურის სქემის სახით წარმოდგენა
  • სტრუქტურული ერთეულების შექმნა/ცვლილება
  • კომპანიაში არსებული პოზიციების (საშტატო ერთეულები) შექმნა/ცვლილება
  • პოზიციებს შორის დაქვემდებარების განსაზღვრა
  • პოზიციების სამუშაო აღწერილობის აწყობა/მართვა

სისტემა უნდა იყოს მომხმარებლის მიერ ადვილად მართვადი და მომწოდებლის ჩაურევლად უნდა შეეძლოს ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციების განხორციელება.

HR პროცესების განხორციელება: სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი პროცესების მართვა

  • საშტატო, შტატგარეშე და სარეზერვო თანამშრომლების აყვანა/გაფორმება
  • საგამოცდო ვადის მართვა
  • თანამშრომლის დანიშვნა
  • გადაყვანა/როტაცია
  • სამუშაოს შეთავსება
  • შიდა მივლინებება
  • განთავისუფლება
  • ხელფასის მართვა (დანიშვნა, გაზრდა, შემცირება)
  • ბონუსის მართვა
  • სტაჟიორების აყვანა/მართვა

ხელშეკრულებების მართვა და ბრძანებების გენერაცია: ხელშეკრულების ადმინისტრირების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:

  • ახალი ხელშეკრულების შექმნა, ვადის გაგრძელება
  • კონტრაქტის ტიპის ცვლილება. შეწყვეტა

უნდა არსებობდეს ხელშეკრულების/დანართების და ბრძანებების შაბლონები.

სარგებლის მართვა: გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:

  • სარგებლის ისტორიის შენახვა თითოეული თანამშრომლისთვის
  • სხვასასხვა ტიპის სარგებლის გეგმების გაფორმების შესაძლებლობა
  • ინფორმაცია თანამშრომლის სოციალური პაკეტის შესახებ
    -დაზღვევა (პირადი, ოჯახური)
    -საპენსიო
    -სხვ.

სამუშაო საათების აღრიცხვაშესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი:

  • სამუშაო საათების ყოველთვიური აღრიცხვა/რეპორტი;
  • სტანდარტული დასწრების გრაფიკის (კომპანიის ძირითადი სამუშაო გრაფიკი) დაყენება თანამშრომლისთვის;
  • ინდივიდუალური გრაფიკების დაყენების შესაძლებლობა;
  • შესაძლებელი უნდა იყოს გარე ფაილიდან (მაგ: Excel) დასწრების მონაცემების ატვირთვა

თანამშრომელთა მობილობა (როტაცია):

  • გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი: დაწინაურება; პოზიციური ცვლილება; სტრუქტურული ცვლილება

შვებულებები და არყოფნა:

  • გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის კოდექსით და კომაპნიის შიდა პროცედურით დადგენილი ყველა სახის შვებულებები და დროებითი არყოფნები (მათ შორის მივლინება).

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:

  • გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
  • ინფორმაცია, რომელიც ამ ობიექტით იმართება, უნდა მოიცავდეს: დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიცემის თარიღი; ტიპი, მოქმედების ვადა; საფუძველი

ხელფასებისა და კომპენსაციების მართვა: სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციონალის გარდა გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ასპექტები:

  • სახელფასო შკალების შექმნა (რანგები)
  • თანხის დარიცხული და ხელზე ასაღები ოდენობით განსაზღვრა
  • შესაძლებელი უნდა იყოს გარე ფაილიდან (მაგ: Excel) ერთჯერადად გასაცემი კომპენსაციების (მაგ.: გაყიდვების ბონუსი, სხვა დანამატები) ატვირთვა

HR სისტემის ძირითადი ფუნქციონალი

პროცესის მიმდინარეობა:

  • კომპანიაში საკადრო პროცესების დასტურისთვის აუცილებელია ორდონიანი (ზოგიერთ შემთხვევაში სამდონიანი) ვალიდაცია, შესაბამისად სისტემაში უნდა იყოს ორდონიანი/სამდონიანი ვალიდაციის მექანიზმი.

შეხსენებების კონფიგურირება

  • სისტემას უნდა ჰქონდეს შეხსენებების მექანიზმი იმისათვის, რომ HR განყოფილების თანამშრომლებს არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი თარიღები.
  • შეხსენებები უნდა აღიძრას შესაბამის თარიღებზე დაყრდნობით და გაიგზავნოს ავტომატურად ელ. ფოსტის საშუალებით.

მიმაგრებული ფაილები

  • მიმაგრებული ფაილის სახით უნდა ინახებოდეს ელექტრონული დოკუმენტები დასაქმებულებზე.
  • ფაილის ფორმატი უნდა იყოს შემდეგი: Word, Excel, PDF, JPG.

ანგარიშგება:

  • სისტემა უნდა მოიცავდეს ანგარიშგების მოდულს, რომელშიც შევა HR განყოფილებისთვის აუცილებელი/საჭირო რეპორტები.
  • შესაძლებელი უნდა იყოს ბაზებში არებული მონაცემების მიხედვით ნებისმიერი რეპორტის აწყობა.

სახელფასე მოდული: მოდული უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფუნქციონალს:

  • სხვადასხვა ტიპის გაცემების დამუშავება:
  • ყოველთვიური ხელფასი (რეგულარული გაცემები)
  • ერთჯერადი გაცემები (წლიური ბონუსი, სხვადასხვა ტიპის დანამატები და ა.შ.)
  • ანაზღაურებადი შვებულების თანხა
  • შვებულებიდან გამოძახება
  • დეკრეტული შვებულება
  • ბიულეტენი
  • საბოლოო ანგარიშსწორება
  • მივლინებები და მასთან დაკავშირებული საავანსო გაცემები
  • ფულადი და არაფულადი სარგებლები (დაზღვევა, იჯარის გადასახადი, ქირა, კომუნალური გადასახადი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)
  • ზეგანაკვეთურის გაცემის წესი და კოეფიციენტი იყოს გაწერილი პროგრამაში და პროგრამა ავტომატურად ითვლიდეს გასაცემ თანხას ნამუშევარი საათების და სხვა საჭირო დეტალების მითითებით. იგივე პრინციპი იყოს მენეჯერული პოზიციის თუ სხვა სტანდარტულ დანამატებზე.
  • სხვადასხვა ტიპის დაქვითვების გაფორმება და გათვალისწინება თანამშრომლებზე სხვადასხვა გაცემების დროს (მაგ.: ზედმეტად გადახდილი ხელფასი და ა.შ.)
  • სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადებზე შეღავათებს (მაგ.: ომის ვეტერანებზე)
  • უნდა ითვლიდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (საშემოსავლო)
  • უნდა აფორმირებდეს შესაბამის ბუღალტრულ საბუთებს
  • უნდა აფორმირებდეს საგადახდო დავალებებს, როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე სარგებლის მომწოდებელ კომპანიებზე (მაგ.: სადაზღვევო კომპანია)

მოთხოვნები სისტემის მიმართ:

  • სისტემა უნდა იყოს მოქნილი, რათა შესაძლებელი იყოს გაცემების, დაქვითვების, შეღავათების, გადასახადების დამატება (ან ცვლილება). მათზე შესაბამისი დათვლის წესების განსაზღვრა.
  • სისტემის ინტეგრაცია უნდა მოხდეს საბუღალტრო სისტემასთან, რომელშიც უნდა აისახოს, როგორც ბუღალტრული გატარებები, ასევე შესაბამისი თანხის მიმღებების მიმართებაში საგადახდო დავალებები.
  • სისტემას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, არა ლარში დანიშვნის ან გაცემის დროს გაითვალისწინოს ვალუტის კონვერტაციის კურსები
  • ბუღალტრული გატარებების ფორმირებისას, ხარჯად აღიარების გატარებები უნდა დაჯგუფდეს შესაბამისი ხარჯის ტიპისა და ხარჯვის ცენტრის მიხედვით.
  • სისტემას უნდა შეეძლოს აფორმირებდეს შესაბამის უწყისებს, კონკრეტულ გაცემაზე, მითითებულ პერიოდზე, კონკრეტულ თანამშრომელზე
  • უნდა შეეძლოს შემდეგი ანგარიშგების ფორმების ფორმირება: წლიური დეკლარაციის საშემოსავლო სამსახურისათვის და სტატისტიკის ფორმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის.
  • დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობას (დსრ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გამოთვლა (დათვლის წესი - დანართი 4).

თანამშრომლის პორტალი: თანამშრომლის პორტალი უნდა მოიცავდეს:

  • პირადი ინფორმაციის ნახვა და მართვა
  • ორგანიზაციული ცნობარის ნახვა
  • პირადი და HR დოკუმენტების ნახვა
  • შვებულების მოთხოვნა, შვებულების გამოუყენებელი დღეების რაოდენობის ნახვა
  • გავლილი ტრენინგების/ტესტის შედეგების ნახვა
  • საკუთარი ხელფასებისა და კომპენსაციების ისტორიის დათვალიერება
  • HR განყოფილებიდან სხვადასხვა შეტყობინებების მიღება

მენეჯერების პორტალი: მენეჯერების პორტალი უნდა მოიცავდეს:

  • დაქვემდებარებულების პირადი ინფორმაციის ნახვა
  • მათი დასწრების მართვა
  • მოთხოვნების დადასტურება
  • მოთხოვნების გაკეთების საშუალება:
    -თანამშრომლისთვის ტრენინგის საჭიროების დაფიქსირება
    -ვაკანტური პოზიციისთვის კადრის მოთხოვნა

სატენდერო პირობები: ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 29 ნოემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 ნოემბერი 2022 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა