ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15404 - ტენდერი გააქტიურებული ნახშირის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გააქტიურებული ნახშირის - შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის  აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა:

  • დასახელება: გააქტიურებული ნახშირი
  • რაოდენობა: 10 ტონა
  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია აღწერა იხილეთ დანართში N1 

განფასება:

  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით ასეთის არსებობის შემთხვევაში, თბილისში დამკვეთის საწყობამდე ტრანსპორტირების გათვალისწინებით.  

მომსახურების მიწოდების, ადგილი, ფორმა და ვადა:

  • მიწოდება ერთიანად დამკვეთის საწყობამდე თბილისის მასშტაბით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში. (სასურველი ვადა, დააფიქსირეთ თუ განსხვავებულია შემოთავაზებული ვადა)

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეულ მიწოდებულ პარტიაზე, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში: გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), „საქონლის“ მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდება/რეალიზაციის გამოცდილება.

მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ:

  • პრეტენდენტი ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს შემსყიდველს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის - 1 ან 2 კილოს ოდენობით, ნიმუშს თან უნდა ახლდეს შესაბამისი სერტიფიკატები.
  • ერთ პრეტენდენტს უფლება აქვს ტენდერში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონლის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. თითოეულ შემოთავაზებულ პროდუქტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 1 ან 2 კილოს ოდენობით ნიმუში ტესტირებისთვის.

ნიმუშის იდენტიფიცირება და სატესტოდ ჩაბარება:

  • ნიმუშების მიწოდება მოხდება მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა ( მზია) ჯუღელის N10;
  • საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
  • საკონტაქტო ნომერი: 555 68 93 98

ზუსტი მისამართის და ნიმუშის ჩაბარების ზუსტი დროის დასადასტურებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო კობერიძეს მითითებულ ნომერზე. 

  • სატესტოდ მიწოდებულ თითოეულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს იდენტიფიცირებისათვის საჭირო დასახელება და თან უნდა ახლდეს შესაბამისი სერტიფიკატები. ნიმუშებს შეგიძლიათ მიანიჭოთ თქვენთვის სასურველი კოდები, თუმცა სავალდებულოა რომ ეს კოდები ასევე მითითებული იყოს ფასების ცხრილში რომელსაც ტენდერის შედეგებში ატვირთავთ. ნიმუშების არევის თავიდან ასაცილებლად გთხოვთ თითოეულ ნიმუშს დააკარით ცოტა დიდი ზომის ეტიკეტი, სადაც ნიმუშის კოდურ დასახელებასთან ერთად დააწერთ თქვენი (პრეტენდენტი კომპანიის) დასახელებას, ნიმუშის მწარმოებელი ქარხნის დასახელებას და/ან პროდუქტის მწარმოებლის მიერ მინიჭებულ დასახელებას, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელი უნდა იყოს პროდუქტის სერტიფიკატშიც.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი;  (დანართი N2);
  • პროდუქტის წარმოშობის სერტიფიკატი;
  • პროდუქტის ანალიზის/შემადგელობის სერტიფიკატი გაცემული მწარმოებლი ქარხნის მიერ;
  • პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი. (წინამდებარე დოკუმენტი)
  • რეკომენდაციები

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • შემოთავაზება აუცილებლად უნდა აიტვირთოს ტენდერს.ჯი-ს ვებგვერდზე. დაუშვებელია შემოთავაზების ელ ფოსტაზე გამოგზავნა.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; 

ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში (ანგარიშსწორების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანგარიშსწორების პირობით). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 5 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1146);
მობ: 555 68 93 98

ტენდერის კატეგორია:

  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა