ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2022, 23:59

სტატუსი:

მიმდინარე

T15407 - Procurement of IT Equipment

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ საქონელი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან, თანდართულ ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად. (იხ. დანართი 1). 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 01.12.2022 23:59 საათი.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

შეთავაზება უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისგან:

  • საფასო შემოთავაზება, სადაც მითითებულია შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის დასახელება, მოდელი, ერთეულის და ჯამური ფასი. 
  • შემოთავაზებული ტექნიკის ტექნიკური დოკუმენტაცია.
    (ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ).
  • შევსებული თვითდეკლარაცია (დანართი 3)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. გთხოვთ შეთავაზებაში მუთითოთ ფასი განბაჟების გარეშე. 

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 91168712, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2. GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • ტენდერის დასახელება : „ Procurement of IT Equipment”
  • პროექტის ნომერი: 19.2270.7-001.00
  • ტენდერის ნომერი: 91168712
  • ლოტის ნომერი
  • მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა
  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შემოთავაზება შესაძლოა გაკეთდეს ორივე ლოტზე ან მხოლოდ ერთზე.
გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს ასევე: 
შეფასება, რომელიც ადასტურებს ამჟამად მოქმედი ემბარგოს და სხვა სავაჭრო შეზღუდვებთან შესაბამისობას 

  • ნებისმიერი ხელშეკრულების დადებამდე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იტოვებს უფლებას დაადგინოს შეთავაზებული საქონლის წარმომავლობა. აღნიშნული შეფასება ჩატარდება ემბარგოს და სხვა სავაჭრო შეზღუდვების დაცვის უზრუნველსაყოფად GIZ-ის სათანადო შემოწმების ფარგლებში. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის, ბელარუსის, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის დაზარალებული ტერიტორიების წინააღმდეგ1 (პირველ რიგში, ევროკავშირის საბჭოს რეგულაციები No.: 833/2014 და 765/2006). 
  • განაცხადის წარდგენისას პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას GIZ-ის წინაშე, რომ კონტრაქტის სავარაუდო გაფორმების შემთხვევაში, პრეტენდენტი მას საჭირო მხარდაჭერას აღმოუჩენს, რათა GIZ-მა უზრუნველყოს სანქციების რეჟიმის დაცვა - შესაბამისად, აღნიშნული გარანტია ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიცემა. კერძოდ, ეს მოიცავს ვალდებულებას, GIZ-ის მოთხოვნის შემთხვევაში, შეივსოს თვითდეკლარაცია შეთავაზებული საქონლის წარმოშობის დასადგენად და/ან მიეწოდოს GIZ-ს ასეთი საქონლის წარმოშობის საჭირო მტკიცებულება. თუ პრეტენდენტი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებებს ან ვერ შეასრულებს ამას გონივრულ ვადაში, მისი განაცხადი შეიძლება არ იქნას მიღებული.
  • ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ შეთავაზებული საქონლის წარმოშობის შეფასების დასრულების შემდეგ. თუ აღნიშნული შემოწმება იძლევა შეშფოთების საფუძველს ან გამოავლენს ფაქტებს, რომლებიც ხელს უშლის ხელშეკრულების დადებას, GIZ დაუყოვნებლივ აცნობებს პრეტენდენტი. მსგავს შემთხვევებში GIZ ასევე იტოვებს უფლებას სატენდერო პროცედურებში მომდევნო ადგილზე გასულ პრეტენდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება. 

სხვა პირობები: 

  • საქონლის მიწოდების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ მიწოდების უმოკლესი ვადა
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა: არანაკლებ 14 დღე
  • საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი
  • ანაზღაურება:
    - საქონლის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში.
    - 100% წინასწარი ანაზღაურება გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის პირობით, იმ შემთხვევაში თუ მოწოდების ვადა სცდება ერთ კვირას. შესაბამისად ტენდერში
  • მონაწილე კომპანიას უნდა შეეძლოს GIZ -ის მოთხოვნის შემთხვევაში საბანკო გარანტიის უზრუნველყოფა. 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. 

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 5.12.2022-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები