28 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T15414 - ტენდერი ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #66 (ს/კ 01.13.02.010.053) მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #66 (ს/კ 01.13.02.010.053) მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ავტოგასამართ სადგურად (ბენზინით ან დიზელით) რეკონსტრუქციის მიზნით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად საპროექტო-კვლევითი სამუშაოების შესრულება.
კონკრეტული დავალება:
ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #66 (01.13.02.010.053) მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ავტოგასამართ სადგურად (ბენზინით ან დიზელით) რეკონსტრუქციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციისათვის საჭიროა შემდეგი სახის საპროექტო-კვლევითი სამუშაოები:
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მომზადება;
- საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელ-გაყვანილობის; გათბობა-ვენტილაციის; წყალმომარაგების და წყალარინების) პროექტის მომზადება;
- საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემის, ანგარიშის და საექსპერტო შეფასების მომზადება;
- საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის მომზადება;
- საპროექტო ობიექტის ტექნოლოგიური პროექტის და შესაბამისი საექსპერტო შეფასების მომზადება; 6.ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშის და მისი საექსპერტო შეფასების მომზადება.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება; მსგავსი პროექტების და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგება.
გადახდის პირობები:
- ავანსი 50%. დარჩენილი 50% -ის გადახდა განხორციელდება მერიის არქიტექტურის სამსახურში დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ.
ტენდერის ვადები:
- 5 კალენდარული დღე.
ხელშკერულების ვადები:
-
30 კალენდარული დღე.
საგარანტიო პირობები:
- ხარისხიანად და პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაო.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ლევან ინასარიძე
მობ: 514 377 117
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები