ჩაბარების ვადა:

16 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15435 - ტენდერი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ დოკუმენტაცია - დანართი N7.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ევექს-ლოჯისტიკა“ ევექსის ქსელის ჰოსპიტალებისა და კლინიკებისთვის აცხადებს 2023 წლის ტენდერს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის  შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ჩამონათვალი თანდართულია ელექტრონული ვერსიის სახით (დანართი #1).
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი #2).
  • ხელმოწერილი აფედავიტი (დანართი #3).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიიდან.

გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს. შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი და სამედიცინო სახარჯი მასალის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად.

თანდართულ დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ხელშეკრულების სტანდარტული ნიმუში დანართებით.

შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა ატვირთოს არაუგვიანეს 2022 წლის 16 დეკემბრის 18 საათისა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა. საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
  • გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს, თბილისში/ქუთაისში, ევექს-ლოჯისტიკის საწყობში, შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
  • შესაძლებლობის ფარგლებში, პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში.
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მოხდება წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის პირობების შესაბამისად.
  • წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი და მედიკამენტის და სახარჯი მასალის შეფუთვის ქვეყანა. აუცილებლად მიუთითეთ კომენტარის ველში, თუ შემოთავაზებული პრეპარატის ფორმა დოზა არ ემთხვევა ტენდერის მოთხოვნას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 16 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვების უფროსი
მარიამ მათეშვილი
მობ: 595 52 78 50
ელ. ფოსტა: Local-Procurements@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა