ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15443 - ტენდერი უძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადება-მოწოდების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ დამატებული დოკუმენტაცია - "ხელშეკრულების შაბლონი".

ტენდერის აღწერილობა:

სს  „ლიბერთი  ბანკი“ აცხადებს ტენდერს უძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადება-მოწოდების მომსახურების შესყიდვაზე.

დასკვნები უნდა მომზადდეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • უძრავი ქონების იდენტიფიკაცია;
  • უძრავი ქონების საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების დადგენა (ქონების მონახულების და მონახულების გარეშე);
  • ქონების დასურათება (ქონების მონახულების შემთხვევაში);
  • დასკვნების მომზადების ბოლო  ვადაა  2022 წლის 25 დეკემბერი;
  • ქონების  შეფასება  უნდა მოხდეს  2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით;
  • დასკვნების მომზადების ენა -ინგლისური;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • შემფასებლის მიერ მოწოდებული შეფასების დასკვნა (რომელშიც შემფასებელი წარმოადგენს შეფასების შედეგებს, დაკავშირებულ ანალიზსა და დასაბუთებას), უნდა მომზადდეს „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების“ (IVS) მიხედვით და  უნდა აკმაყოფილებდეს კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის მოთხოვნებს (ინსტრუქციის დოკუმენტი იხ. დანართ #1-ის სახით).
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ  500 000 ( ხუთასი ათასი) ლარის შემოსავალი (აუდიტორული, საკონსულტაციო, საბუღალტრო და სხვა ანალოგიური საქმიანობიდან) უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯამურად (დღგ-ს გარეშე). აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს 2019, 2020 და 2021 წლის დღგ-ს დეკლარაციები;

შენიშვნა: უძრავი  ქონების ჩამონათვალი, ლოკაცია  და  სხვა  საჭირო  ინფორმაცია  მითითებულია დანართ #2-ში (დანართი #2 -ის შევსება  აუცილებელია  სრულად);

ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 02 დეკემბერი 17:00 საათი. 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე 
მობ: 595 901 200,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია:
უძრავი ქონების მართვის განყოფილების უფროსი
ნიკოლოზ აბასაშვილი
მობ: 599 574 433,
ელ-ფოსტა:  Nikoloz.Abasashvili@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები