ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15508 - ტენდერი ინვენტარის (საოფისე მაგიდა და სკამი) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ პროექტის ფარგლებში და USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს ღია ტენდერს ინვენტარის (საოფისე მაგიდა და სკამი) შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

ძირითადი მოთხოვნები: ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

  • ინვენტარით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში; 
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი.

სხვა მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას  დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის  ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
  • შემოთავაზებული ინვენტარი უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:  

  • კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა  უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის მოწოდება 2023 წლის მარტის თვეში. 
  • კომპანიებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ ის რაოდენობა, რის მოწოდებასაც შეძლებენ აღნიშნული დროის ინტერვალში (შემოთავაზებულ ინვენტარში იდენტური კომპლექტაციის ინვენტარი უნდა იყოს 10-ის ჯერადი (ანუ 10, 20, 30, 40 და ა.შ. ერთნაირი მაგიდა/სკამი).
  • კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ინვენტარის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში,  უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
  • ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. 
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული ინვენტარი 2023 წლის მარტის თვეში სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც  დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს. 
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება. 

პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:

  • განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
  • დანართი #1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2022 წლის 20 დეკემბრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით ტენდერი_ინვენტარი_Coding School for 1500 Women. 

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი