ჩაბარების ვადა:
13 დეკემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T15535 - ტენდერი სატრანსფორმატორო ქვესადგურების გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს სატრანსფორმატორო ქვესადგურების გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის No20 დედგენილების „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მუხლის 2 (3-4 ქვეპუნქტის) შესაბამისად“.
კონკრეტული დავალება:
- სატრანსფორმატორო ქვესდგურის განთავისუფლება ძაბვისგან. დამიწების მოწყობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
- სამუშაოზე დაშვების განწესის შევსება უსაფრთხოების წესების დაცვით.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის ყველა უჯრედის დასუფთავება.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის მაღალი ძაბვის მხარის პროფილაქტიკა.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის დაბალი ძაბვის მხარის პროფილაქტიკა.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტრანსფორმატორის პროფილაქტიკა; საჭიროების შემთხვევაში ზეთის დამატება.
- ტრანსფორმატორიდან ზეთის სინჯის აღება და გამზადება ლაბორატორიაში წარსადგენად.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურში მაღალი და დაბალი ძაბვის გამთიშველების დარეგულირება შეკეთება.
- ტრანსფორმატორისა და სხვა ყველა დანადგარის იზოლაციის გაზომვა სატრანსფორმატორო ქვესადგურში.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურში დაზიანებული ნაწილის შეცვლის შემდეგ სალტეების შეღებვა საჭიროების მიხედვით.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის ძაბვის ქვეშ დაყენება.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის საკეტების მოწესრიგება.
- დეფექტური აქტის შედგენა ქვესადგურის უსაფრთხო ექსპულატაციასთან დაკავშირებით.
- ყველა სამუშაო ჩატარდეს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი სამუშაოების წარმოების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- მსგავსი სამუშაოების ჩატარების მინიმუმ სამი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენა.
გადახდის პირობები:
- სამუშაოს დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ტენდერის ვადები:
- 7 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები:
- 60 სამუშაო დღე
საგარანტიო პირობები:
- 1 წლიანი გარანტია
სხვა: სამუშაოები უნდა ჩატარდეს:
- ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის სრული დაცვით.
- სამუშაოები ქვესადგურების გამორთვისათვის საჭიროების შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს სს „თელასი“-სთან და სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 13 დეკემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
რამაზ ბურდილაძე
ტ.: 577 10 55 81
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება