ჩაბარების ვადა:
20 დეკემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15539 - ტენდერი #06/12-GIEC-Hydro-S/Steel-Bjhujha-22 ბჟუჟა ჰესის ლითონის მოპირკეთების დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს #06/12-GIEC-Hydro-S/Steel-Bjhujha-22 ბჟუჟა ჰესის ლითონის მოპირკეთების დამზადებაზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N3);
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბჟუჟა ჰესისთვის უქმი წყალსაგდების ლითონის მოპირკეთების საამწყობო ნახაზი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ბჟუჟა ჰესის ლითონის მოპირკეთების დამზადება“ და ნომერი - #06/12-GIEC-Hydro-S/Steel-Bjhujha-22, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 640 074
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 დეკემბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები