ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T15555 - ტენდერი კვების, ქსელის და კომპიუტერის სადენების და წვრილმანი ტექნიკის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კვების, ქსელის და კომპიუტერის სადენების და წვრილმანი ტექნიკის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  დასახელება/სპეციფიკაცია რაოდ
1

ბიოსის ელემენტი ‐ CR2032, 3V

500
2

დენის ფილტრი 1.8 მ. ‐ სიმძლავრე 10A (5 გამოსასვლელი ,ჩამრთველი ღილაკით)

600
3

თაგვი ‐ უსადენო

50
4

კაბელი USB A და B 1.8 მ. ‐ A plug, B plug cable black, 1.8m USB 2.0

600
5

კაბელი VGA მონიტორის გამოსახულების ‐ male to male with 2Ferrite Core, 2M black,VGA (3+6) B04‐ B300

600
6

კვების კაბელი (დედალ‐მამალი) 220 V. ‐ PC6070,3x1.00mm2,1.8M 10A

600
7

კვების კაბელი კომპიუტერის 220 V. ‐ სიმძლავრე 16A 250V (JF 05 TO JF 03)

2000
8

კვების კაბელი მყარი დისკის ‐ Sata power cable 10cm female connector, with yellow and black wire

2500
9

კვების კაბელი მყარი დისკის ‐ Sata power cable 10cm male connector, with yellow and black wire

2500
10

კლავიატურა ‐ (დიდი ‐ საოფისე 45 სმ.)

15
11

კლავიატურა ‐ (პატარა ‐ 30 სმ.)

15
12

მეხსიერების ბარათი (MICRO SD) 128GB

20
13

მეხსიერების ბარათი (MICRO SD) 64GB

20

 

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება

მოწოდების ვადა:

  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად - 2023 წლის თებერვალში
  • მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10

ანაზღაურება:

  • პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 14/12/2022 15:00 საათი

- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 დეკემბერი 2022 დრო 10:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა