ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15578 - ტენდერი პრინტერის კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენისა და პრინტერების, ქსეროქსის აპარატების შეკეთების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს პრინტერის კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენისა და პრინტერების, ქსეროქსის აპარატების შეკეთების მომსახურებაზე.

შენიშვნა: განიხილება ორი ვარიანტი: 

  • თანამშრომლობის პერიოდში,  მომსახურე კომპანია სარგებლობის უფლებით გადასცემს კარტრიჯებს დამკვეთ ორგანიზაციას და შემოთავაზებული ფასი მოიცავს დამუხტვის ღირებულებას. 
  • მომსახურე კომპანია სპეციალურ ფასში სთავაზობს ორიგინალი კარტრიჯების შეძენას ორგანიზაციას და განფასებაში ასახავს მხოლოდ დამუხტვის ღირებულებას.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • თითო კარტრიჯის საორიენტაციო რესურსი. რესურსი განისაზღვრება გვერდის 5% დაფარვით.
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს პრინტერის კარტრიჯის დამუხტვა / აღდგენისა და პრინტერების, ქსეროქსის აპარატების შეკეთების  მომსახურება. (შეკვეთის დაფიქსირებიდან 3 სამუშო დღე) 
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
კლინიკაში არსებული პრინტერები და ქსეროქსის აპარატებია:

პრინტერები
რაოდენობა
canon imagerunner 2520 1
canon 6030 9
canon 3010 29
hp 1532 11
hp1132 1
hp1102 7
Hp 1005 5
HP1505 1
hp1018  3
canon mf216 6
canon 4410 4
canon 2900 5
hp 1120 1
canon 6020 1
hp 1200 1
hp1212 1
canon 6020 1
სულ 87
 
 

პრინტერებისა და ქსეროქსის აპარატების შეკეთების სავარაუდო მომსახურებები:

  • მიმდინარე ტექნიკური დათვალიერება და გაწმენდა 
  • საწნეხი ლილვის შეცვლა 
  • თერმოფირის შეცვლა 
  • ლაზერის გაწმენდა/შეკეთება 
  • მექანიკური კვაძების შეკეთება 
  • ქაღალდის ამღები გორგოლაჭის შეცვლა 
  • ქაღალდის ამღები მექანიზმის შეკეთება 
  • USB დამაკავშირებელი ბუდის შეცვლა 
  • მაღალი ძაბვის კვების ბლოკის შეკეთება 
  • დედნის მიმწოდებლის შლეიფის შეცვლა 
  • სკანერის შეკეთება 
  • ADF-შეკეთება 
  • სხვა...

კლინიკის ყველა პრინტერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითო კარტრიჯით და დამატებით უნდა არსეობდეს სარეზერვო კარტრიჯები, რათა დამუხტვისთვის საჭირო დროში ორგანიზაციამ გამართულად განაგრძოს ფუნქციონირება (პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებაში მიუთითოს სარეზერვო კარტრიჯების რაოდენობა).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 დეკემბერი 18:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge (სათაურის ველში ეთითება ტენდერის ნომერი)
  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებას თან დაურთოს მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არსებული  დოკუმენტები.

საკონტაქტო პირის ტელ. ნომერი: 599464130

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები