ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15589 - ტენდერი 3 ლოტად წყლის ცისტერნის, ევაკუატორის და ამწე კრანის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს 3 ლოტად წყლის ცისტერნის, ევაკუატორის და ამწე კრანის შესყიდვაზე.

შესასყიდი და დასამონტაჟებელ ამწე მანიპულატორის პარამეტრები - ტექნუკური დავალება.

დანართ N1-ში მოცემულია შესასყიდი ტექნიკის პარამეტრები, რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.

  • ლოტი 1 –  ერთი ცალი ახალი წყლის ცისტერნა (წყალმზიდი)
  • ლოტი 2 - ერთი ცალი ევაკუატორი (ტექნიკის გამოშვების წელი 2017 წლიდან)
  • ლოტი 3 - ერთი ცალი ამწე კრანი (ტექნიკის გამოშვების წელი 2017 წლიდან)

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში, დღგ-ეს ჩათვლით დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.

ტექნიკის მიწოდების ვადა:

  • ტექნიკის მიწოდების ვადა პრეტედენტის მიერ უნდა იქნას შემოთავაზებული დანართი N1-ის მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება უადრეს მოწოდებას.

ტექნიკის მიწოდების ადგილი:

  • ტექნიკის მიწოდება უნდა მოხდეს თბილისში, ფეიქრების N 30.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტედენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული პირობების მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ტექნიკის მახასიათებელი კომპლექტაცია;
  • ტექნიკის წარმოშობის დოკუმენტაცია;
  • საგარანტიო პირობა (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები (დანართ N1-ის შესაბამისად) (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • ტექნიკის ფოტოები, როგორც გარედან ასევე სალონის შიგნით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 19 დეკემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა