ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15601 - ტენდერი დიზელი 10 ppm-ის (ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „SellBuy Limited“ აცხადებს კონკურსს 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით დიზელი 10 ppm-ის (ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“-სა, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის“, შპს „მაღაროელი“-სა და შპს „სამთოელი“-სთვის.

მოსაწოდებელი რაოდენობა: 340 000 კგ თვეში, (60 000 კგ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 280 000 კგ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში).

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, მ. ალექსეძის ქ. #12, მე-8 სართული, ბიზნეს ცენტრი ქინგ დავითი (ეკა ქირიას სახელზე). 

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 21 დეკემბერი 17:00 სთ.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ბენზინმზიდი ავტომანქანების (აუცილებელია ტუმბოთი აღჭურვილი) ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@sbl.ge

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას.

ტენდერი ჩატარდება Z-ის მაჩვენებელსა და შესაბამისად, 1 კგ დიზელის ფასზე (ფასში უნდა შედიოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და ტრანსპორტირების (მოწოდების) ფასი. 

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის მიერ მონაწილეთაგან, რომელიც დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, დააფიქსირებს დაბალ ფასს და შემსყიდველისთვის მოქნილ გადახდის პირობას (მიმდინარე თვეში მოწოდებული საწვავის ღირებულება გადაიხდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე).

შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრა:

  • ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი საბოლოო ფასიდან გამოითვლება „Z“  აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით: 

რომელიც:

C bid -  დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 კგ დიზელზე (ლარში); 

R dec - აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის 2022 წლის დეკემბრის თვის იმ ერთი კვირის საშუალო არითმეტიკული, რომელიც წინ უსწრებდა განაცხადის შემოტანის თარიღს.

P dec - PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის 2022 წლის დეკემბრის იმ ერთი კვირის საშუალო არითმეტიკული, რომელიც წინ უსწრებდა განაცხადის შემოტანის თარიღს.

ფასი აშშ დოლარში (შემდგომში - პლაცის ნიშნული); 

A dec - 2022 წლის დეკემბრის თვეში ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობა ლარში. 

Z  სიდიდე უცვლელია 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. 

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ფორმულაში მონაწილე ყველა მაჩვენებლის რიცხვობრივი მნიშვნელობა, მათ შორის აუცილებელია Z-ის რიცხვობრივი მნიშვნელობის მითითება.

მიმწოდებელი ახორციელებს ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის 1 კგ დიზელის ნომინალური ღირებულების განსაზღვრას (შემდგომში - ნომინალური ღირებულება - Cnom) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

სადაც, P და R წარმოადგენს წინა კალენდარული თვის ბოლო ერთი კვირის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A - მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% - დღგ, ხოლო Z გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეს. 
ნავთობპროდუქციის (საწვავის) სპეციფიურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P) ან/და აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლით კურსზე (R) ან/და ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის (A) ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი - C1). 

გთხოვთ წინადადებაში მიუთითოთ ზემოთ აღნიშნული ყველა პარამეტრის სიდიდე, მათ შორის Z-ის.

ყოველი თვის ფასი კი გამოითვლება 1 კგ დიზელის ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით. 

მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

საანგარიშსწორებო ფასის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოება: დიზელის შესყიდვისას, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს თითოეულ ჯერზე მისაწოდებელი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ანგარიშ- ფაქტურას, საწვავის მიწოდების დღეს. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით.  
მიმწოდებელმა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს დიზელის მიწოდება.
მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ სატენდერო დოკუმენტაციის ზემოთ განსაზღვრული A, P და R და მათ საფუძველზე გამოთვლილი 1 კგ დიზელის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი (C1).

საწვავის ხარისხის კონტროლი:

  • საწვავის ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით სატენდერო კომისიის დავალებით, მიმწოდებლი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, არაუმეტეს ორჯერ, ჩაატაროს გეგმიური ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ან რომელიმე საერთაშორისო აღიარების მქონე ორგანიზაციაში (მაგ. TUV, SGS და სხვ), რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება საწვავის ექსპერტიზის სფეროში და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინოს სატენდერო კომისიას. ექსპერტიზის ჩატარების ან საჭირო ნიმუშის აღების ადგილსა და დროს განსაზღვრავს სატენდერო კომისია და აღნიშნულის შესახებ გონივრული ვადით ადრე აცნობებს მიმწოდებელსა და შესაბამის საექსპერტო დაწესებულებას.
  • შემსყიდველ ორგანიზაციას ან მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ალტერნატიული ექსპერტიზა, თუ რომელიმე მათგანი არ ეთანხმება გეგმიური ექსპერტიზის შედეგებს. ასეთ შემთხვევაში, ალტერნატიული ექსპერტიზის ხარჯები უნდა გაიღოს იმ მხარემ, რომელმაც მოითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზა. ალტერნატიულ ექსპერტიზას აქვს უპირატესი ძალა, თუ იგი შესრულებულია საერთაშორისო აღიარების მქონე ორგანიზაციის მიერ (მაგ. TUV, SGS და სხვ), რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება საწვავის ექსპერტიზის სფეროში. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი მიმწოდებელსა და ალტერნატიული საერთაშორისო ექსპერტიზის განმახორციელებელს შორის რაიმე საკითხთან დაკავშირებით (მაგ. საწვავის წარმოშობის ქვეყანასთან, მიმწოდებლისა და ალტერნატიული საერთაშორისო ექსპერტიზის განმახორციელებლის ურთიერთდამოკიდებულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით) რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.
  • იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო კომისიას დაუსაბუთებს მის ეჭვს ავტომანქანის ან ტექნიკის დაზიანების ფაქტსა და საწვავის ხარისხის შესაძლო მიზეზობრივი კავშირის თაობაზე, კომისიას უფლება აქვს მიმწოდებელს მოსთხოვოს არაგეგმიური ექსპერტიზის ჩატარება კომისიის მიერ განსაზღვრულ პარამეტრებზე, რომელთა შემოწმებაც მიზანშეწონილად ჩაითვლება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. მიმწოდებელი ექსპერტიზის შედეგებს წარუდგენს სატენდერო კომისიას ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.

დამატებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ეკა ქირია
ელ. ფოსტა: e.kiria@sbl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები
  • 09100000 საწვავი