ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2022, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T15609 - ტენდერი ორ ლოტად: კვების ნაკრების და ჰიგიენური ნაკრების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 21:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით.  Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

AECID CONVENIOS-ს  მხარდაჭერით პროექტის „უკრაინელი ლტოლვილების გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება საქართველოში“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს ორ ლოტზე:

  • კვების ნაკრები
  • ჰიგიენური ნაკრები 

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

ზოგჯერ მითითებული გვაქვს ნივთის ბრენდი. შეგიძლიათ შემოიტანოთ შემოთავაზება ამ ან მრსგავს ნივთზე იდენტური სპეციფიკაციით, შეზღუდვა არ გვაქვს.

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.
  • დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.
  • დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 25.12.2022, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები