ჩაბარების ვადა:

27 დეკემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T15615 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული დანართი N2.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს - ობიექტების დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებით. ტენდერი ერთ ლოტად.

განსკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, თანდართული დანართების მიხედვით,  ყოველდღიური და გენერალური დასუფთავების მომსახურების გაწევა. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), 
დასუფთავების მომსახურებისათვის ძირითადი მოთხოვნები და დეტალური აღწერილობა თან ერთვის ტენდერს დანართების სახით: 

  • დანართი N1 – ძირითადი მოთხოვნების დეტალური აღწერა;
  • დანართი N2 - მუდვილი ჯგუფებისათვის ობიექტების ჩამონათვალი, ფართობი, თანამშრომლების რაოდენობა, სამუშაო საათები/განრიგი, საკონტაქტო პირები და სასურველი მომსახურების მიღების მონაცემები - კც/სთ, მომსახურების ტიპი, ჯერადობა.
  • დანართი N3 - მობილური ჯგუფებისათვის  ობიექტების ჩამონათვალი, ფართობი, თანამშრომლების რაოდენობა, სამუშაო საათები/განრიგი, საკონტაქტო პირები და სასურველი მომსახურების მიღების მონაცემები - კც/სთ, მომსახურების ტიპი, ჯერადობა.
  • დანართი N 4 - საჭირო ინვენტარი და სახარჯი მასალის ჩამონათვალი
  • დანართი N5 - განფსება დოკუმენტი სამ შიტად 

შენიშვნა: 

  • დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერის მსვლელობის და/ან მისი დასრულების შემდეგ შეიტანოს ცვლილება მომსახურების დეტალურ აღწერაში 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება თანდართული დანართი N5-ის სახით - როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 
  • პრეტენდეტნს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ სრულ ლოტზე.  

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1+1 წლიანი მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება.  სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი N1, სადაც დეტალურად გაწერილი არის სახელშეკრულებო ძირითადი პირობები. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მომსახურების გაწევის ლოკაციები წარმოდგენილია დანართი N2-სა და დანართი N3-ის სახით. 
  • შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს დანართი N2 და დანართი N3. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით გზით, მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების/ანგარიშფაქტურის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • „დანართი N5“ სამ შიტად -  განფასება, დანართი N2 და დანართი N3-ის განფასება უნდა მოხდეს ყოველი ობიექტის ადგილზე შეფასების გზით, ხოლო დანართი N4-ში დამატებით დეტალურად მითითბულ უნდა იქნას საქონლის სპეციფიკაცია და პარამეტრები. ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში ყველა სახელმწიფო დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით. 
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები, მათ შორის საბანკო რეკზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში. 
  • ანალოგიური ტიპის მომსახურების გაწეული ობიექტების ჩამონათვალი, პერიოდი და ხანგრძლივობა. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაფორმებული ხელშეკრულებები/მიღება-ჩაბარების აქტები და სარეკომენდაციო წერილი. 

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი და/ან ნაწილობრივი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 27 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 599 192500

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: ირაკლი ვარაზი 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ivarazi@gwp.ge
ტელ.: +995 599979889

საკონტაქტო პირი: ნინო მიქელაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nmikeladze@gwp.ge
ტელ.: +995 5771933333

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება