27 დეკემბერი 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT15697 - ტენდერი მაღაზიებში ავეჯის შეძენა-დამონტაჟებაზე საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს მაღაზიებში ავეჯის შეძენა-დამონტაჟებაზე საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე.
სატენდერო პირობები:
თავი I. ზოგადი მიმოხილვა
- მისატანი მოწყობილობა - ავეჯი სავაჭრო ფართისთვის. ფერთა გადაწყვეტა და სავარაუდო მოდელები წარმოდგენილია დამატებით ფაილში xlsx (დანართი წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციაზე).
- აღჭურვილობის მიწოდების თარიღი არის 2023 წლის პირველი კვარტალი.
თავი II. სატენდერო შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ინფორმაცია კომპანიის შესახებ (განმცხადებელი):
- აუცილებლი პირობა - მონაწილე უნდა იყოს რეზიდენტი კომპანია;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- ბანკის დეტალები;
- მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელების შესახებ;
- მონაცემები მსგავსი სერვისების მიწოდების გამოცდილების შესახებ;
- სერთიფიკატი ან აკრედიტაციის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მონაწილის უფლებებს ამ მომსახურების გაწევაზე;
- კომერციული შეთავაზების ღირებულება მითითებული უნდა იყოს ქართულ ლარში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან განმცხადებლის რეგისტრაციის შესახებ;
- ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესის არარსებობის შესახებ ცნობა;
- საჯარო სამართლის შეზღუდვების არარსებობის შესახებ ცნობა;
- ინფორმაცია მსგავსი მომსახურებების შესახებ;
- ტენდერში მონაწილის ინსტრუქცია - ხელმოწერილი ხელმძღვანელის მიერ;
კომერციული შეთავაზება
- პრეტენდენტის კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტექნიკური დავალების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და სამუშაოების სრულ ღირებულებას, წინადადების ვალუტა - ქართული ლარი დღგ-ს ჩათვლით;
სატენდერო პროცედურები
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით.
ტენდერის თარიღი – 27 დეკემბერი 2022 წელი, 12:00.
ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 27 დეკემბრის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი