27 ივლისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1570 - ტენდერი 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG აცხადებს ტენდერს ბექთაკარის კარიერზე 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის.
დეტალური ტექნიკური დავალება გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
- საფუძველი სამუშაოების შესასრულებლად: ბექთაქარის კარიერზე 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
- ობიექტი: ბექთაქარის კარიერი.
- მომსახურების გაწევის რაიონი, პუნქტი, დანიშნულების ადგილი: ბექთაქარი, CMG -ის საწარმო მოედანი
- მომსახურების (მომსახურებების) სახეობა: 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები.
მომსახურების მოცულობა:
- ქვეშის 35 კვ ქვესადგურში განშტოების და აღრიცხვიანობის კვანძის მოწყობა
- 35 კვ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოები.
- CMG -ის საწარმო მოედანზე (ბექთაქარი) 35/6 კვ სიმძლავრის ქვესადგურის მშენებლობა.
იხილეთ დანართები
მომსახურების გაწევის დაწყების თარიღი: 15.08.2016 წ.
მომსახურების გაწევის დასრულების თარიღი: 15.11.2016 წ
გასაწევი მომსახურებებისადმი წარდგენილი მოთხოვნები: ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს დროულად და ხარისხიანად #1 დანართის შესაბამისად;
კონტრაქტორების მიმართ წარდგენილი მოთხოვნები:
- ძირითადი და დამხმარე სამთო აღჭურვილობის არსებობა მომსახურებების სრულყოფილად გაწევის მიზნით, კერძოდ, ექსკავატორები, ავტოთვითმცველები, გრეიდერები, ბულდოზერები, ჰიდრავლიკური ქვის სამსხვრევლები, ამწეკრანები, სადენის საჭიმი და სამუხრუჭე დანადგარები, ჰიდრავლიკური წნეხები.
- სპეციალური ტანსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობა.
- საკუთარი სარემონტო-სახელოსნო საამქროს არსებობა.
- კვება და საცხოვრებელი უზრუნველყოფილი იქნება კონტრაქტორის ხარჯზე. დამკვეთი, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია გაუწიოს დახმარება განთავსების და კვების ორგანიზებაში, ან კონტრაქტორი, საკუთარი ძალებით, უზრუნველყოფს აღნიშნულის ორგანიზებას.
დამატებითი მოთხოვნები:
- დამტკიცებული შიდა განაწესის შესრულება;
- გამართულ მდგომარეობაში მიმაგრებული ტერიტორიების და სათავსოების შენარჩუნება ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
მომსახურებების გაწევის რეჟიმი (გრაფიკი): სამუშაოების წარმოების გრაფიკის შესაბამისად.
მომსახურების გაწევის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები: სამუშაოების შესრულება მოქმედი ნორმების და წესების შესაბამისად.
თავდაპირველი მონაცემები: არსებული ობიექტი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება.
სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, თათა ბუკიას სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.
კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 27 ივლისი, 17:00 საათი.