
25 იანვარი 2023, 18:30
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T15719 - ტენდერი აკ. წერეთლის გამზირის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 12 იანვარი 2023 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 იანვარი 2023 დრო 18:30
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს აკ. წერეთლის გამზირის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
კონკურსი ტარდება 8 ლოტად:
- ლოტი N1: წერეთლის გამზირი I მონაკვეთი
- ლოტი N2: წერეთლის გამზირი II მონაკვეთი
- ლოტი N3: წერეთლის გამზირი III მონაკვეთი
- ლოტი N4: წერეთლის გამზირი IV მონაკვეთი
- ლოტი N5: წერეთლის გამზირი V მონაკვეთი
- ლოტი N6: წერეთლის გამზირი VI მონაკვეთი
- ლოტი N7: წერეთლის გამზირი VII მონაკვეთი
- ლოტი N8: წერეთლის გამზირი VIII მონაკვეთი
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- აკ. წერეთლის გამზირის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა ტენდერზე თანდართული პროექტების შესაბამისად.
განსაკუთრებული მოთხოვნა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან
- I. პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7 და ფეიქრების ქ. N14;
- II. ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი); - მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად;
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია სამუშაო ობიექტზე GWP-ისთვის უზრუნველყოს საოფისე კონტეინერის მოწყობა;
- სამშენებლო სამუშაოების გაწევის ყველა ეტაპზე, სამუშაო ადგილზე გამარჯვებულ კომპანიას წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც სერთიფიცირებულია 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება № 01-81/ნ მიხედვით;
- თითოეულ მონაკვეთზე გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს 24 საათიანი რეჟიმით;
ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს:
- სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა სრულ მოცულობაზე (კონტრაქტორის ყველა რისკის დაზღვევის პოლისი) + GWP-ის მასალის გათვალისწინებით, თითოეულ ლოტზე ცალკე; (იხ. წერეთელი - მასალის ღირ-ბის ფაილი);
- მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, სადაც სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი არ უნდა იყოს 500,000.00 ლარზე ნაკლები, თითოეულ ლოტზე ცაკლე.
- სადაზღვეო ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე, ტენდერში მოცემული განფასებების დამატებით ველში.
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, წარმოადგინოს სადაზღვეო კომპანიის მიერ სატენდერო პირობებში მოთხოვნილი სადაზღვეო პირობების შესაბამის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- სადაზღვეო პოლისის მოქმედების ვადა - 1 წელი.
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით.
სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.
- სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილში (60 კალენდარული დღე);
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
- შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით. პირველი 2 წელი სახელშეკრულებო ღირებულების 5% საბანკო გარანტიით უზრუნველყოფის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 3 წელი გარანტიით უზრუნველყოფის გარეშე.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:
- შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით;
შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერია „კონტრაქტორის მასალა“ და „კონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი; - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
- სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
- ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.
სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
- https://cloud.gwp.ge/index.php/s/tFdSJQL3B0v4Lkm
- Password: gwp12345
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 25 იანვარი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე,
მობ: +995 595 33 93 30,
E-mail: gveshapidze@gwp.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 93 11 11 (1145)
ტენდერის კატეგორია:
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
მოგესალმებით, გვაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1. წყალარინების ქსელის პროექტში გათვალისწინებულია მართკუთხა მონოლითური რ/ბ ჭები კბილით. თუ შეიძლება, რომ ჩანაცვლდეს იმავე ზომის ჭებით კბილის გარეშე. 2. VII ეტაპის წყალარინების პროექტით გათვალისწინებულია რკინიგზის კვეთა 3 ადგილას. მათგან 2 ადგილას მილის მონტაჟი უნდა განხორციელდეს გარცმით, ხოლო მესამე შემთხვევაში, ჭა #115-სა და ჭა #116-ს შორის, გარცმა მითითებულ არაა. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ, გამორჩენილია თუ საჭირო არ არის. 3. VII ეტაპის წყალსადენის ქსელის პროექტით გათვალისწინებული მიწის სამუშაოების მოცულობები, ჩვენი გათვლით, მნიშვნელოვნად ნაკლებია მილის სიგრძეზე. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ. 4. წყალსადენის საპროექტო ფოლადის მილის დაერთება არსებულ ქსელზე (სხვადასხვა დიამეტრის) უმეტეს შემთხვევაში არ არის შეტანილი ხარჯთაღრიცხვაში. 5. წყალსადენის პროექტში მითითებულია დიდი დიამეტრის (დ=720მმ და დ=920 მმ) ფოლადის სამკაპებისთვის ფოლადის მილის შეძენა-მონტაჟი კონტრაქტორის მიერ. იმ გარემოების გათვალისწინებთ, რომ ფოლადის მილს პროექტისთვის გვაწვდის დამკვეთი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დამკვეთმა მიაწოდოს კონტრაქტორს აღნიშნული სამკაპებისთვის საჭირო ფოლადის მილიც. 6. ელექტრო სამუშაოების ნაწილში (ულტრაბგერითი წყალმზომის მონტაჟი) მითითებულია დამკვეთი როგორც მასალის შეძენის, ასევე მონტაჟის ნაწილში. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ, რომ ამ მონაკვეთების მონტაჟის ნაწილი ასევე დამკვეთის შესასრულებელია. 7. წყალარინების პროექტში ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, II ეტაპი, პუნქტი #19, პუნქტი #25 და სხვა) მილის შეძენის ნაწილში მითითებულია კონტრაქტორი. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ. გმადლობთ
1. წყალარინების ქსელის პროექტში გათვალისწინებულია მართკუთხა მონოლითური რ/ბ ჭები კბილით. თუ შეიძლება, რომ ჩანაცვლდეს იმავე ზომის ჭებით კბილის გარეშე. - ჭის რგოლები უნდა იყოს კბილით. 2. VII ეტაპის წყალარინების პროექტით გათვალისწინებულია რკინიგზის კვეთა 3 ადგილას. მათგან 2 ადგილას მილის მონტაჟი უნდა განხორციელდეს გარცმით, ხოლო მესამე შემთხვევაში, ჭა #115-სა და ჭა #116-ს შორის, გარცმა მითითებულ არაა. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ, გამორჩენილია თუ საჭირო არ არის. - სავარაუდოთ გამორჩენილია საჭიროა გარცმა 3. VII ეტაპის წყალსადენის ქსელის პროექტით გათვალისწინებული მიწის სამუშაოების მოცულობები, ჩვენი გათვლით, მნიშვნელოვნად ნაკლებია მილის სიგრძეზე. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ. - Vll ეტაპი, ,,გორგია”-ს ტერიტორიაზე გვაქვს მოქმედი სარკინიგზო ხაზი და ქსელის გატარებას ვითვალისწინებთ დახურული მეთოდით, შესაბამისი ქვაბულებით. 4. წყალსადენის საპროექტო ფოლადის მილის დაერთება არსებულ ქსელზე (სხვადასხვა დიამეტრის) უმეტეს შემთხვევაში არ არის შეტანილი ხარჯთაღრიცხვაში. - აღნიშნული საკითხი გადამოწმებულ იქნა საპროექტო სამსახურის მიერ და მათი განმარტებით არსებულ ქსელზე გადაერთება და შესაბამისი ფასონები შეტანილია ხარჯთაღრიცხვაში. 5. წყალსადენის პროექტში მითითებულია დიდი დიამეტრის (დ=720მმ და დ=920 მმ) ფოლადის სამკაპებისთვის ფოლადის მილის შეძენა-მონტაჟი კონტრაქტორის მიერ. იმ გარემოების გათვალისწინებთ, რომ ფოლადის მილს პროექტისთვის გვაწვდის დამკვეთი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დამკვეთმა მიაწოდოს კონტრაქტორს აღნიშნული სამკაპებისთვის საჭირო ფოლადის მილიც. - მილის მოწოდება მოხდება ჩვენი მხრიდან. კონტრაქტორისგან უნდა მოხდეს მათი დამზადება. 6. ელექტრო სამუშაოების ნაწილში (ულტრაბგერითი წყალმზომის მონტაჟი) მითითებულია დამკვეთი როგორც მასალის შეძენის, ასევე მონტაჟის ნაწილში. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ, რომ ამ მონაკვეთების მონტაჟის ნაწილი ასევე დამკვეთის შესასრულებელია. - კონტრაქტორი მოაწყობს მხოლოდ გოფრირებულ მილს ჭიდან ბოძამდე და ბოძს. ხარჯმზომის მონტაჟი მოხდება GWP მიერ. 7. წყალარინების პროექტში ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, II ეტაპი, პუნქტი #19, პუნქტი #25 და სხვა) მილის შეძენის ნაწილში მითითებულია კონტრაქტორი. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ. - სავარაუდოთ მექანიკური შეცდომაა და მილის მოწოდება მოხდება gwp-ის მიერ.
Dear, We would like to download the documentations but the link provided do not work for us. Could you kindly send it to our mail address busdev@erciyas.com . Kind regards,
Hello, due to a technical error, it was impossible to view the tender documents. For this moment, the technical error has been fixed.