ჩაბარების ვადა:

10 იანვარი 2023, 15:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T15739 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს სატრანსპორტო კომპანია რომელიც განახორციელებს თურქეთის რესპუბლიკიდან კერძოდ:Tekin Boru Sanayi Karakese Mah. Kurudere Cad. No:400 Dörtyol/Hatay/Turkey"- ტვირთების ტრანსპორტირებას ქალაქ თბილისის მიმართულებით. ტვირთების კატეგორია: ფოლადის მილები

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მოწოდების ვადა არის 90 კალენდარული დღე
  • მოწოდების ზუსტი გრაფიკი გაწერილი იქნება წინასწარ 
  • პირველი მოწოდება დაიწყება 2023 წლის 20 იანვრიდან 
  • სავარაუდო სრული ტრაილერების რაოდენობა იქნება 110 - დან 120 მდე (ზუსტი მოცულობა დადგინდება გრაფიკის გაწერისას
  • მოცემულია მოწოდების 4 მისამართი და შეირჩევა ოპტიმალური შემოათავაზება
  • მომწოდებელმა უნდა შემოგვათავაზოს ყველაზე ოპტიმალური ტრანსპორტირების საშუალება: მანქანა, სარკინიგზო, გემი, კომბინირებული.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია ვალდებულია  საქონლის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი  წესების გათვალისწინებით;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გამოიყენოს ე.წ „ტენტით“ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები (ტრაილერები);
  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც მიადგება შემსყიდველის მასალას ტრანსპორტირებისას;
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიას მოეთხოვება უშუალო კომუნიკაცია ქარხანასთან, დატვირთვის დღისა და დროს შეთანხმება შესაბამის საკონტაქტო პირთან.
  • გაწერილი გრაფიკით მოწოდება მკაცრად სავალდებულოა
  • შესაძლოა განხილვა ალტერნატიული ტრანსპორტირების მაგრამ აუცილებლად უნდა ერგებოდეს მოწოდების გრაფიკს
  • შემოთავაზებაში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი დაზღვევის საფასური 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.
  • ტვირთის დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია დანართი N3 და დანართი N4 -ში
  • წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი. გთხოვთ დააფიქსიროთ 1 (ერთი) ტრანსპორტირების საფასური.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორების ტვირთის დაცლიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ კი მომსახურების ტარიფი იქნება დოლარში, ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.4 პუნქტის შესაბამისად;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო დოკუმენტაცია, (აღნიშნული დოკუმენტი);

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან სატრანსპორტო კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP), შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე სატრანსპორტო კომპანიასთან.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.                                                                 

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი სატრანსპორტო კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 იანვარი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 595 226 694

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე 
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 60600000 წყლის ტრანსპორტის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 იანვარი 2023 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა