ჩაბარების ვადა:

10 იანვარი 2023, 16:30

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15744 - ტენდერი „სთორიჯის“ შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), შემდგომშიშემსყიდველი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს „სთორიჯის“ შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს, შემდგომში „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად.

დეტალური სპეციფიკაცია და მოთხოვნები, იხილეთ დანართში N1: „დანართი N1 ტექნიკური სპეციფიკაცია“.

განფასება:

  • „პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მოცემული აღწერილობისა და დანართი N1-ში მოცემული დეტალური მოთხოვნებისა და სპეციფიკაციის შესაბამისად. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.
  • „პრეტენდენტი“ განსაფასებლად ავსებს დანართებს, დანართების შევსება სავალდებულოა:
  • დანართი N2: „დანართი N2 განფასება“. (შეავსეთ ყველა ველი, თუ რომელიმე ელემენტი ცალკე არ ფასდება და შედის ძირითად კომპლექტაციაში, შეავსეთ სპეციფიკაცია, ჩაწერეთ ფასში 0 და მიუწერეთ კომენტარში რომელი ელემეტის ფასში შედის.)
  • დანართი N3: “დანართი N3 შემოთავაზების ტექნიკური მონაცემები” (ივსება დანართი N1-ის მსგავსად, რა თქმა უნდა თქვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტის სპეციფიკაციით. ქვედა ცარიელ გრაფებში შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი ფუნქციები და კომენტარში მიუწეროთ შედის თუ არა ძირითადფასში და რატომ არის ბენეფიტური ეს ფუქნცია)

საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • საქონლის მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
  • საქონლის მოწოდების ვადა: გთხოვთ მიუთითეთ მოწოდების ვადები შემოთავაზებაში. (მოწოდების ოპტიმალური ვადები პრეტენდენტს ჩაეთვლება უპირატესობად)

მოთხოვნა საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ:

  • დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული დანართი N2; დანართში მოცემული ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და მოწოდებას თბილისის მასშტაბით. უნდა შეივსოს ყველა სავალდებულო ველი;
  • შევსებული დანართი N3; პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური ტექნიკური მონაცემები დანართში N3.

წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაცია უნდა იყოს სრული. ნებისმიერი განსხვავება, „შემსყიდველისმოთხოვნასთან შედარებით უნდა იყოს გამოყოფილი და აღწერილი დეტალურად ცალკე დოკუმენტში, მათ შორის აღწერილი უნდა იყოს:

  • განსხვავება „შემსყიდველის“ მინიმალურ მოთხოვნებთან მიმართებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • დამატებითი ბენეფიტური ფუნქციები
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური პასპორტები.
  • საგარანტიო და ტექნიკური მხარდაჭერის პირობები.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • MAF ან სხვა სერტიფიკატი წარმომადგენლობის, ექსკლუზივის, დისტრიბუტორობის უფლების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია მსგავსი პროდუქციის გასხვისების შესახებ შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით (ხელშეკრულება, ზედნადები და ა.შ), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • რეკომენდაციები პარტნიორი კომპანიებიდან, ვისთვისაც მსგავსი ტიპის პროდუქცია გაქვთ მიწოდებული.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

„პრეტენდენტის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მომწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა „პრეტენდენტს“. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია „პრეტენდენტი“ კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „პრეტენდენტის“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, „პრეტენდენტი“ იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 

შენიშვნანებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 იანვარი, 16:30 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გიორგი არსენაშვილი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: garsenashvili@gwp.ge
მობ: +995 595 29 98 01

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები