ჩაბარების ვადა:

12 იანვარი 2023, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T15752 - ფასთა გამოკითხვა ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე არსებული სასაწყობე შენობისთვის ფართის მიშენების სამშენებლო სამუშაოებზე (ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10)

ფასთა გამოკითხვა აღწერილობა:

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. 

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აქვეყნებს სატენდერო განაცხადს ინტერესთა გამოკითხვაზე (Call for Interest): 

  • ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე არსებული სასაწყობე შენობისთვის ფართის მიშენების სამშენებლო სამუშაოების შესახებ (ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10). 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია: 

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების
    დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის
    ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.Tenders.ge
  • სასურველია კომპანიის პრეზნტაცია წარგენილი იყოს PPTი ფორმატით, რომლის გავლა
    მოხდება დეტალურად შერჩეულ კომპანიებთან , პირისპირ შეხვედრაზე.
    შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  • კომპანიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, განცხადების ატვირთვის საბოლოო ვადაა 2023 წლის 12 იანვარი 17:00 საათი.
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. საპროექტო კომპანიის შერჩევა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტციის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტის დაკვეთის შემთხევააში, გამოიყენება შპს დიპლომატ ჯორჯიას მიერ მომზადებული სახელშეკრულებო Draft-ი.
  • გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ
    ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თავად შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა,
    შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ გვერძე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 იანვარი, 17:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 იანვარი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა