ჩაბარების ვადა:

12 იანვარი 2023, 15:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T15754 - ტენდერი ბორჯომისა და ზანავის მინერალური წყლის საბადოების ტერიტორიაზე ოთხი (#59,133,134 და 156) საექსპლუატაციო და დასაკვირვებელი ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილის ბურღვის, გამაგრების და შესწავლის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომისა და ზანავის მინერალური წყლის საბადოების ტერიტორიაზე 4 საექსპლუატაციო და დასაკვირვებელი ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილის ბურღვის, გამაგრების და შესწავლის სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ, გადასახადების გადამხდელ,  იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს.

ტექნიკური დავალება შესაბამის დანართებთან ერთად იხ. მიმაგრებულ ფაილებში.

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • საკონკურსო წინადადების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სამუშაოების

შესრულების შესახებ:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ..) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა და მანქანა-მექანიზმები.

გარდა ზემოთ მითითებული სავალდებულო მოთხოვნებისა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:

  • გამოცდილება მინერალურ წყალზე ჭაბურღილების ბურღვის, გამაგრების და შესწავლის ტექნოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ჭაბურღილის ბურღვის პროცესში კერნის ნიმუშების აღების გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა;
  • ფასი და გადახდის პირობა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტია, ასევე შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა;
  • კონტრაქტის სხვა პირობები;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 12 იანვარი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ტექნიკური განმარტებების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს:
ვატო შარაშენიძეს: v.sharashenidze@ids-borjomi.com
თემურ კოროშინაძეს: t.koroshinadze@ids-borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 იანვარი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა