
1 აგვისტო 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT158 - ტენდერი ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საქონლის/მომსახურების დასახელება:
- 1. 1 კვ.მ. ალუმინის ჰორიზონტარული ჟალუზი
- 2. 1 კვ.მ. ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი
- 3. 1 კვ.მ. როლეტის ტიპის ფარდა-ჟალუზი
- 4. ტრანსპორტირება 100 კმ.-ზე მეტ მანძილზე (მაქს. 500 კმ.)
დამატებითი მოთხოვნები:
წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და დარიცხვას (100 კმ.-მდე ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით).
მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს ფარდა-ჟალუზების მიწოდება-მონტაჟი.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები ბანკის სათაო ოფისში გენადი აფციაურთან (საკონტაქტო ნომერი - 595 599030) ტენდერის დასრულებამდე 1 დღით ადრე.
დამატებითი ინფორმაცია
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 23 ივლისიდან – 2014 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით
- თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს: ტელ: 2 444 444 (4121). მობ: 595 599 030
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 01 აგვისტო, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურების ტენდერის საიტზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=303&lang=geo
კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".