ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15802 - ტენდერი ავეჯის დამზადებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 20 იანვარი.

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" აცხადებს ფაილში მითითებული ავეჯის დამზადებაზე ტენდერს და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

პროდუქციის შესყიდვა განხორციელდება ერთიანად.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ნახაზები დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ნახაზში მოცემული პირობების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

  • ტენდერის # 2023/2
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;  (მინიმუმ 3 კომპანიის)
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ლაშა გამგებელი; 
ტელეფონი: +995 595 11 66 24;  
E-mail: tenders@silknet.com; lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3

მოთხოვნა:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი