ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15820 - ტენდერი „ნეოგაზის“ ავტო გასამართი სადგურების ფასმაჩვენებელი მანიშნებლების დამზადება/რეკონსტრუქციაზე

ტენდერის აღწერილობა:

„ნეოგაზი“ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებული ავტო გასამართი სადგურების ქსელის მეშვეობით.

ნეოგაზი აცხადებს ტენდერს 6 ცალი ფასის მაჩვენებელი „სტელას“ რეკონსტურქციაზე, 3 ცალი ფასის მაჩვენებელი „სტელას“ დამზადებაზე და 3 ცალი ფასის მაჩვენებელი „ლაითბოქსის“ დამზადებასა და მონტაჟზე.

სტელებიმდებარეობს შემდეგ სადგურებზე:

  • აგგსნატახტარი“, მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი (რეკონსტრუქცია)
  • აგგსზესტაფონი“, ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა (რეკონსტრუქცია)
  • აგგს „აეროპორტი“, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ. (რეკონსტრუქცია)
  • აგგს „ორთაჭალა“, ქ. თბილისი, გულუას ქ. N22 (რეკონსტრუქცია)
  • აგგს „ლოჭინი“,  გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი (რეკონსტრუქცია)
  • აგგს „მარნეული“, ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. (რეკონსტრუქცია)
  • აგგსსამტრედია“, ქ. სამტრედია, სანავარდოს ქ. (დამზადება)
  • აგგს „დიღომი“, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N121 (დამზადება)
  • აგგს „ვარკეთილი“, ქ. თბილისი, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის 3–ის საცხოვრებელი რაიონის III მ/რ–ის მოპირდაპირედ (დამზადება)

ლაითბოქსებიმდებარეობს შემდეგ სადგურებზე:

  • აგგსხაშური“, ქ. ხაშური, გორგასალის ქ. N30 (დამზადება)
  • აგგს „ქუთაისი“, ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. N1  (დამზადება)
  • აგგს „უნივერსიტეტი“, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6 (დამზადება)

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • „ლაითბოქსის“ დიზაინი
  • „სტელას“ დიზაინი
  • აღწერილობა და ტექნიკური დავალება

განსაკუთრებული პირობა: დასაშვებია ალტერნატიული წინადადებების შემოთავაზება, რაც გულისხმობს, რომ დასაშვებია ერთი პრეტენდენტის მიერ რამდენიმე წინადადების წარმოდგენა მაგალითად, სხვადასხვა მასალაზე დათვლილი ვარიანტების შემთხვევაში. ასევე მისაღებია, შემსრულებლის რეკომენდაციების მიღება და მათ საფუძველზე ცვლილების განხორციელება.

დაკვეთა განხორციელდება ეტაპობრივად, სრულ ან არასრულ მოცულობაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 
  • შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს შემოთავაზებული გადაწყვეტის ტექნიკურ ნახაზს განმარტებებით, მასალების დეტალურ აღწერილობას, შესრულების ვადებს, საგარანტიო პირობებს.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 27 იანვარი 18:00 სთ.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, აკ. წერეთელის გამზ. N117.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი, ასევე ტენდერის მიმღები ორგაზაციის (შპს გაზ ენდ პეტროლ კომპანი) და ტენდერის დასახელება.

საკონტაქტო პირი:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები