ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15821 - ტენდერი „ნეოგაზის“ სამტრედიის ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის მოსაწყობად რეკონსტრუქციის სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

„ნეოგაზი“ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით ავტო გასამართი სადგურების ქსელის მეშვეობით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

შპსგაზ ენდ პეტროლ კომპანი აცხადებს ტენდერს ნეოგაზის „სამტრედიის“ ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის მოსაწყობად რეკონსტრუქციის სამუშაოებზე:

  • სამუშაოები უნდა შესრულდეს ობიექტისათვის თანდართული პროექტის მიხედვით.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს შემსრულებლის მასალებით.
  • მისამართი: აგგს „სამტრედია“, მის: ქ. სამტრედია, სანავარდოს ქ., სკ 34.08.64.014

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • გაზგასამართი სადგურის, ავტოგასამართ კომპლექსად რეკონსტრუქციის პროექტი
  • საპროექტო გენ.გეგმა
  • გაზგასამათი სადგურის რეკონსტრუქციის სამუშაოების მოცულობათა უწყისი, დანართ N1

განსაკუთრებული პირობა: სამუშაოები აუცილებლად უნდა შესრულდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მათი დაცვით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების (შევსებული მოცულობათ უწყისი დანართი N1) სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.
  • სამუშაოების საგარანტიო ვადა.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 26 იანვარი 18:00 სთ.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: .თბილისი, აკ. წერეთლის გამზ N117.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი, ასევე ტენდერის მიმღები ორგაზაციის (შპს გაზ ენდ პეტროლ კომპანი) და ტენდერის დასახელება.

საკონტაქტო პირი:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება