ჩაბარების ვადა:
12 იანვარი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15822 - ტენდერი შემნახველი მასივის და გაფართოების თაროს შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს შემნახველი მასივის და გაფართოების თაროს შესყიდვაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
შემნახველი მასივი:
- DELL
- კონტროლერების რაოდენობა: 2x
- კონტროლერში ინტეგრირებული კეშ მეხსეირება ჯამში: 800GB<
- 2x4 Port IO 16GB FC
- CNA 4x16GB FC SFPs
- დისკების რაოდენობა და სპეციფიკაცია: 9x 1.6 TB SAS Flash SSD
- დუბლირებული კვების წყარო
- ფუნქციები: Thin Provisioning, Tiering, Stretched Cluster, Remote Replication ან ანალოგიური ტექნოლოგია;
- არსებულ DELL EMC UNITY 480xt შემნახველ მასივთან Active-Active ფუნქციონალის მხარდაჭერით
- ყველა საჭირო კაბელით და მოდულით უზრუნველყოფა სრულფასოვანი მუშაობისთვის;
- ყველა საჭირო 3 წლიანი ლიცენზიით კომპლექტში, რომელიც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი აპარატურული ნაწილის და პროგრამული ფუნქციების სრულფასოვნად მუშაობისათვის
- მოწოდებული შემნახველი მასივის მოდელისთვის 1x 25 სლოტიანი თარო, ყველა საჭირო კაბელით და 3 წლიანი ლიცენზიით
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
- საქონლის მიწოდების სერვისი;
- პრეტედენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. უნდა გააჩდეს სერთიფიცირებული სერვის ცენტრი და ასევე სერთიფიცირებული ტექნიკური პერსონალი საქართველოში;
- პრეტენდეტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF) შემოთავაზებული აპარატურის მწარმოებლისგან;
- წინდადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა აპარატურული ან პროგრამული მაკომპლექტებელის Part Number-ები და ფასები;
- ტექნიკის სრულ ჩამონათვალზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის მინიმუ 3 (სამი) წლიანი გარანტია. საგარანტიო მომსახურეობა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედმა მწარმოებლის მიერ ავტორიზებულმა სერვის ცენტრმა, რისი დამადასტურებელი, მწარმოებლის მიერ გაცემული, დოკუმენტი უნდა იქნას წარმოდგენილი.
- პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერტიფიცირებული ინჟინრის შესახებ და სერთიფიკატი;
- შესაძლებელი უნდა იყოს ინციდენტების რეგისტრაცია, როგორც ტელეფონით ასევე პორტალის საშულებით. უნდა არსებობდეს ყველა საჭირო პროგრამული განახლების შესაძლებლობა;
- დაზიანების შემთხვევაში ტექნიკა უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- საგარანტიო მომსახურების აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- მოწოდების ვადა: 1 თვე
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
- მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, 1 წლიანი გენერალური კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე 50,000,000 ლარის ღირებულების ტექნიკის მიწოდება მოხდა ეტაპობრივად დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 6 იანვრიდან 2023 წლის 12 იანვრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები