ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15831 - ტენდერი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპსგაზ ენდ პეტროლ კომპანიაცხადებს ტენდერს ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია: 

  • აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული მაისური ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 510 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 220 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 220 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული კეპი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 200 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ბრენდირებული საწვიმარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 65 ცალი;
  • აგგს-ის დასუფთავების სამსახურის ქალის ზაფხულის ბრენდირებული წინსაფარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 35 ცალი.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის დიზაინები - ლოგო და დიზაინები.rar;
  • „ნეოგაზის“ ლოგოტიპი (ქართული და ინგლისური) - ლოგო და დიზაინები.rar;
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები - დანართი_N1.pdf;
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი_N2.xlsx

შენიშვნა:

  • რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
  • ქსოვილის ტონალობა და ლოგოს დატანის მეთოდი შეთანხმებდება შემსყიდველთან.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი N121;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის (აუცილებელია);
  • შესაბამისობის სერტიფიკატები და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან; 
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 23 იანვრის 18:00 საათამდე.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • კომერციული წინადადების და ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: . თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N117; 

საკონტაქტო პირი:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: 599671414
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები