ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15832 - ფასთა გამოკითხვა მაიროსოფტის სერვერეული და ღრუბლოვანი პროდუქტების შეძენაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება მაიროსოფტის სერვერეული და ღრუბლოვანი პროდუქტების შეძენაზე:

  • SQL Server Enterprise, 
  • Microsoft Windows Server Standard and Datacenter
  • Office 365 - სხვადასხვა ლიცენზიები.

ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე. 

ტერმინთა განმარტებები:

  • კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის და გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:
კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
  • ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის  გაკეთების მიზნით.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge (subject-microsoft)
  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 იანვარი, 18:00 თბილისის დროით.

კანდიდატების შერჩევა:

  • კანდიდატთა „მოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავს ბანკში შექმნილი კომისია.
  • „მოკლე სიაში“ შევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.
  •  „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული მოთხოვნა მოსაწოდებელი პროდუქტების შესახებ. 
  • „მოკლე სიის“ შედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ.
  • კანდიდატების „მოკლე სიის“ შესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ საბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ  ვებ გვერდზე.

საჯაროობა:

  • ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება:

  • ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯი ნებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
  • ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.

ზეგავლენის მცდელობა:

  • კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენა ინტერესთა გამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.
  • სამსახურის უფლებამოსილებანი ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით კომისია ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით უფლებამოსილია:
  • უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის პირობები (მათ შორის, „მოკლე სიის“ შესარჩევი კრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
  • კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე არ შეესაბამება ამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადში დაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
  •  უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვა საფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
  • არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოს „მოკლე სიაში“ მოხვედრილ კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე; და/ან შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ინტერესთა გამოხატვის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ან შინაარსში და განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გამოყენებადი სამართალი:

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:
ტელეფონზე: +995 322 922 922 (+224)
ელ-ფოსტა: nick.mujiri@basisbank.ge
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მუჯირი

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია