
ჩაბარების ვადა:
29 ივლისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1585 - ტენდერი სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება - 1 ერთეული სავიზიტო ბარათი.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
- მოწოდების ვადები:
* თუ შეკვეთის რაოდენობა არ აღემატება 1000 ერთეულს დღეში, მაშინ მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან 1 დღის განმავლობაში;
* თუ შეკვეთის რაოდენობა აღემატება 1000 ერთეულს, მაშინ მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან 3-4 დღის განმავლობაში. - სავიზიტო ბარათის დეტალური სპეციფიკაცია:
* ზომა: 85X55 მმ.
* ორმხრივი ბეჭდვა - სრულფერიანი;
* ქაღალდი: 300 გრამიანი, Ecolabel;
* გლუვი ზედაპირით (Finesse Silk);
* ცვალებადი დიზაინით (შემსრულებელი ასრულებს დიზაინის მომსახურებას დამკვეთთან შეთანხმებით).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 19 ივლისიდან – 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად მოწოდების შემდეგ;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 ივლისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=623&lang=geo