ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T15865 - ტენდერი სატელევიზიო მედია დაგეგმარება-განთავსების მომსახურების შესყიდაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 18 იანვარი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" აცხადებს ტენდერს სატელევიზიო მედია დაგეგმარება-განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2023 წლის იანვრის თვიდან ერთი წლის ვადით

გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კონვერტით, 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე. 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ 3 კომპანიის) 
  • სააგენტოს რეკომენდაცია (ბიუჯეტის გადანაწილება/მცურავი გრაფიკი/PT-OFFPT%/- არხების დამატება) 
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ 
  • კლიენტების ჩამონათვალი 
  • საქართველოში 2-ვე მზომველის: AGB Nielsen -ისა და კანტარის გამომწერის დამადასტურებელი დუკუმენტაცია. 
  • არხების განფასება (სეზონური ფასდაკლებები/ფასნამატები) 
  • რეკომენდაციები (ბიუჯეტის გადანაწილება/დაგეგმარებაზე) 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში; 
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; 
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით; 
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; 
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; 

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია 
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე 
ტელეფონი: 599 158 191
E-mail: tenders@silknet.com; ttevdoradze@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო # 7 

ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის კატეგორია:

  • 92200000 სატელევიზიო და რადიომომსახურებები